მოურინიო: ადრე ჩაკეტილი ფეხბურთისთვის მაკრიტიკებდნენ, ახლა კი სხვა რამისთვის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო მიიჩნევს, რომ მასმედია მისი კრიტიკისას წინააღმდეგობრივი და ალოგიკურია.

პორტუგალიელ სპეციალისტს კითხეს, აღელვებს თუ არა ის ამბავი, რომ მისმა გუნდმა ბოლო ორ თამაშში სამი გოლი გაუშვა. ამ კითხვას "სამეფო კლუბის" თავკაცმა შემდეგნაირად უპასუხა:

"რეალში" გადასვლამდე იმისთვის მაკრიტიკებდნენ, რომ აქცენტს თამაშის დაცვით სტილზე ვაკეთებდი. ამბობდნენ, რომ ზედმეტად დახურული, არასანახაობრივი ფეხბურთის მიმდევარი ვიყავი.

ახლა კი, როდესაც ჩემს გუნდში "ოქროს ბუცის" მფლობელი თამაშობს და შედეგიანობის მიხედვით რეკორდებს ვამყარებთ, კვლავ კრიტიკის ქვეშ ვექცევი.

წავიკითხე, რომ ფეხბურთი გოლებია. ბოლო ორ
მატჩში ხალხი "მალაგასა" და "გრანადას" კარში რვა გოლის მოწმე გახდა. მეტი რაღა უნდათ? 5:0-ითა და 5:1-ით რომ ვიგებდე? რა თქმა უნდა, მეც ასეთ შედეგებს ვამჯობინებდი. მაგრამ უმჯობესია თამაში ისევე გავაგრძელოთ, როგორც აქამდე ვთამაშობთ".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული