ჩავი: ძალიან მიხარია, რომ სქოულზი დაბრუნდა

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" და ესპანეთის ნაკრების ნახევარმცველი ჩავი "მანჩესტერ იუნაიტედის" 37 წლის მოთამაშის პოლ სქოულზის დიდ ფეხბურთში დაბრუნებას სიხარულით შეხვდა.

"ძალიან მიხარია, რომ სქოულზი დაბრუნდა. სერ ალექსმა უკვე თქვა, რომ თუ კარგ ფორმაში იქნება, პოლი გუნდში ადგილს დაიმკვიდრებს და სათამაშო დროც ექნება.

სასიამოვნოა, ასეთი ამბები რომ ხდება. ის ნამდვილად საუკეთესო ნახევარმცველია იმათგან, ვინც მინახავს", - აღნიშნა ჩავიმ.

ვეტერანი, რომელმაც "იუნაიტედში" დაახლოებით 700 მატჩი ჩაატარა, კარგ ფორმაში იმყოფება, რადგან ბოლო დროს სარეზერვო გუნდის წვრთნაში იღებდა მონაწილეობას. სქოულზი "მანჩესტერ იუნაიტედში" მიმდინარე სეზონის ბოლომდე
ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული