ქაღალდის ხელსახოცზე დადებული მესის პირველი კონტრაქტი მუზეუმში გამოიფინება

AutoSharing Option
არგენტინელი ფეხბურთელის ლიონელ მესის პირველი კონტრაქტი კატალონიის "ბარსელონასთან", რომელიც 2000 წელს ქაღალდის ხელსახოცზე დაიდო, ესპანური კლუბის მუზეუმს გადაეცა.

ქაღალდის ხელსახოცზე დადებული კონტრაქტი "ბარსელონას" მუზეუმს მესის ყოფილმა აგენტმა, ხოსეპ მარია მინგელიამ გადასცა, რომელიც 2000 წელს არგენტინელის ინტერესების წარმომადგენელი იყო.

"ბარსელონას" მუზეუმის დირექტორმა ხორდი პენამ დაადასტურა, რომ ფეხბურთელის პირველი კონტრაქტი ახლო მომავალში მუზეუმში იქნება და ხალხს მისი ნახვის შესაძლებლობა ექნება. ამჟამად კონტრაქტი ბანკის სეიფში ინახება.

ლიონელ მესი, რომელიც 2012 წლის 24 ივნისს 25 წლის გახდება, "ბარსელონას" საფეხბურთო აკადემიაში 2000 წელს არგენტინული კლუბის
"ნიუელს ოლდ ბოისის" სკოლიდან გადავიდა.

პირველ გუნდში არგენტინელი ფორვარდის დებიუტი 2003 წელს შედგა. "ბარსელონას" რიგებში მესის არაერთხელ გაუმარჯვია ესპანეთის ჩემპიონატში, თასზე და სუპერთასზე, ჩემპიონთა ლიგაში, ევროპის სუპერთასზე და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატში.

2009, 2010 და 2011 წლებში მესი მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს.

Sportall.Ge

Sportall.Ge

მომზადებულია El mon a RAC1-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული