რაული: თამაშს 2037 წლამდე ვაპირებ

AutoSharing Option
"შალკეს" თავდამსხმელმა რაულმა განაცხადა, რომ თავს კარგად გრძნობს და ასპარეზობის გაგრძელებას აპირებს.

აღსანიშნავია, რომ ამ დღეებში გელზენკირხენული კლუბის ხელმძღვანელობა მადრიდის "რეალის" ყოფილ ფორვარდთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მუშაობს.

"მეკითხებით სანამდე ვაპირებ თამაშს? 2037 წლამდე (იღიმის). თავს კარგად ვგრძნობ. სერიოზულად რომ გითხრათ, ყოველი სეზონის შემდეგ ყურადღებას ჩემს მდგომარეობაზე გავამახვილებ და ამის მიხედვით განვსაზღვრავ.

უნდა გითხრათ, რომ თითოეული ვარჯიშით და თამაშით სულ უფრო მეტ სიამოვნებას ვიღებ, რადგან ვიცი, რომ ჩემი კარიერის დასასრული ახლოვდება", - განაცხადა რაულმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული