ორივე კლუბი ამჟამად მოლაპარაკებას აწარმოებს, რომელიც მასმედიის ცნობით, წარმატებულად უნდა დასრულდეს.
"ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსელონას" დატოვება სურს, თავის მოქმედებებში თავისუფალია. ჩვენს კლუბში მხოლოდ ისინი თამაშობენ, რომელთაც "ბარსელონას" შემადგენლობაში გამოსვლა უნდათ.
ჩემი სიტყვები მესისაც ეხება და "კანტერის" უკანასკნელ მოთამაშესაც", - განაცხადა გვარდიოლამ.