გვარდიოლა: "ბარსელონადან" წასვლა ყველას შეუძლია! ეს მესისაც ეხება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ გუნდის მცველ მაქსველის პსჟ-ში გადასვლის შესახებ ინფორმაცია განიხილა.

ორივე კლუბი ამჟამად მოლაპარაკებას აწარმოებს, რომელიც მასმედიის ცნობით, წარმატებულად უნდა დასრულდეს.

"ფეხბურთელი, რომელსაც "ბარსელონას" დატოვება სურს, თავის მოქმედებებში თავისუფალია. ჩვენს კლუბში მხოლოდ ისინი თამაშობენ, რომელთაც "ბარსელონას" შემადგენლობაში გამოსვლა უნდათ.

ჩემი სიტყვები მესისაც ეხება და "კანტერის" უკანასკნელ მოთამაშესაც", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
წადი მესი წადი, ბარსას ფანები მაინც არ გაფასებენ და ხავი და ინიესტა გონიათ გენიოსები! მე მათ ერთ მარტივ შეკითხვას დავუსვამ - ვინ იყო ხავი, ინიესტა, ბარსას ფილოსოფია მესიმდე???? მესიმ აქცია ხავი ხავად, ბარსა ბარსად და ფილოსოფიაც გაპიარდა
Shoti
14:26 12-01-2012
0

სიახლეები პოპულარული