გვარდიოლა: "რეალთან" დაპირისპირება იოლი არ იქნება

AutoSharing Option
"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ოსასუნასთან" ესპანეთის თასის 1/8 ფინალური მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მეტოქის მოედანზე თამაში იოლი არ ყოფილა.

მიუხდავად ამისა, კატალონიელებმა გაიმარჯვეს და მეტოქის კარში ორი გოლი გაიტანეს მას შემდეგ, რაც მასპინძლებმა ანგარიში გახსნეს.

"ოსასუნასთან" მის მოედანზე თამაში რთულია. აქ ყოველთვის გვიჭირდა, რადგან "ოსასუნა" იოლი გასეირნების საშუალებას არ გაძლევს და მეტოქის კარზე ზეწოლასაც ახორცილებს", - განაცხადა გვარდიოლამ.

რაც შეეხება მეოთხედფინალურ ბატალიებს, რომელშიც "ბლაუგრანას" მეტოქე მადრიდის "რეალი" იქნება, გვარდიოლამ თქვა:

"რეალის" წინააღმდეგ თამაში ყოველთვის რთულია, რადგან ის ძალიან ძლიერი
მეტოქეა. გულშემატკივრებისთვის ეს მატჩები საინტერესო და ემოციური იქნება. "რეალი" და "ბარსელონა" ყველა ტურნირის მოგებას ესწრაფვიან".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული