ბარსელონა, მაგრამ მოურინიო...

AutoSharing Option

პრიმერა დივიზიონის დაწყებამდე "მარკამ" მკითხველებს რამდენიმე გამოკითხვა შესთავაზა. ერთ-ერთის მიხედვით, გულშემატკივრებს მომავალი ჩემპიონის ვინაობა უნდა დაესახელებინათ. თავიდანვე ცხადი იყო, რომ "ბარსელონასა" და "რეალის" უპირატესობა დიდი იქნებოდა, თუმცა შედეგი მაინც გასაოცარია - 95% მიიჩნევს, რომ ჩემპიონი ან ერთი გრანდი იქნება, ან - მეორე. მხოლოდ 5% ასახელებს სხვა კანდიდატებს: "ატლეტიკო" - 2,1%, "ვალენსია" - 1,6%, "სევილია" - 0,7%. ამ ორ გუნდში კი გულშემატკივრებს ფავორიტად "ბარსელონა" მიაჩნიათ - კატალონიურმა გუნდმა ხმების 48,8% მიიღო და 1 800 ხმით გაუსწრო "რეალს" - 45,5%.

სხვა გამოკითხვებმა

ეს შედეგები აჩვენა: წლის მწვრთნელი ჟოზე მოურინიო გხდება - 48,8% (სხვები: ხოსეპ გვარდიოლა - 38,5%, კიკე ფლორესი - 5,8%). დავიდ ვილია მოიგებს პიჩიჩის პრიზს (ბომბარდირი გახდება): 37% (სხვები: ლეო მესი - 20,7%, გონსალო იგუაინი - 20%, კრიშტიანო რონალდო - 17,3%). სერხიო კანალესი საუკეთესო ახალგაზრდა ფეხბურთელი გახდება (55%), იკერ კასილიასი - საუკეთესო მეკარე (58%), უნდიანო მალენკო - საუკეთესო მსაჯი (46,7%), სავარაუდოდ, გავარდებიანL: ლევანტე (25%), ერკულესი (21%) და რასინგი (9,1%).

 

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული