პრიმერა დივიზიონის დაწყებამდე "მარკამ" მკითხველებს რამდენიმე გამოკითხვა შესთავაზა. ერთ-ერთის მიხედვით, გულშემატკივრებს მომავალი ჩემპიონის ვინაობა უნდა დაესახელებინათ. თავიდანვე ცხადი იყო, რომ "ბარსელონასა" და "რეალის" უპირატესობა დიდი იქნებოდა, თუმცა შედეგი მაინც გასაოცარია - 95% მიიჩნევს, რომ ჩემპიონი ან ერთი გრანდი იქნება, ან - მეორე. მხოლოდ 5% ასახელებს სხვა კანდიდატებს: "ატლეტიკო" - 2,1%, "ვალენსია" - 1,6%, "სევილია" - 0,7%. ამ ორ გუნდში კი გულშემატკივრებს ფავორიტად "ბარსელონა" მიაჩნიათ - კატალონიურმა გუნდმა ხმების 48,8% მიიღო და 1 800 ხმით გაუსწრო "რეალს" - 45,5%.
სხვა გამოკითხვებმა