მადრიდის "რეალისა" და ესპანეთის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა ფერნანდო მორიენტესმა 34 წლის ასაკში ფეხბურთიდან წასვლა გამოაცხადა. ბოლოს მორიენტესი "მარსელში" თამაშობდა, მაგრამ გაზაფხულზე კლუბთან შეთანხმებით გაწყვიტა კონტრაქტი და მას შემდეგ უგუნდოდ იყო.
"ფეხბურთს პროფესიულ დონეზე 17 წელიწადი ვთამაშობდი. სამი თვე საკმარისი დრო მქონდა მომავალზე საფიქრებლად და გადაწყვეტილებაც მივიღე - მორჩა, მივდივარ. მოწვევები კიდევ მქონდა, ლისაბონის "სპორტინგიდან", მექსიკიდან, ყატარიდან, დუბაიდან... მაგრამ ჩემი გადაწყვეტილება მტკიცეა. ფეხბურთმა უზარმაზარი სიამოვნება მომანიჭა, საკმარისია", - განაცხადა გუშინ მორიენტესმა პრესკონფერენციაზე.
კარიერის ყველაზე საუკეთესო წლები (8 სეზონი) ფერნანდო მორიენტესმა "სამეფო
ფერნანდო მორიენტეს სანჩესი ესტრემადურაში, პორტუგალიის საზღვართან მდებარე ქალაქ კასერესში დაიბადა. პრიმერაში დებიუტი 1993 წელს "ალბასეტეს" შემადგენლობაში ჰქონდა. ორი შემდგომი სეზონი მან "სარაგოსაში" გაატარა, სადაც კარგი დუეტი შექმნა დანისთან ერთად. 1997 წელს "სამეფო კლუბმა" დაახლოებით 9 მილიონი დოლარი გადაიხადა მის სანაცვლოდ. მადრიდში განსაკუთრებით კარგი დუეტი შექმნა რაულთან ერთად. მას მერე მორიენტესმა "მონაკოში", "ლივერპულში", "ვალენსიაში" და "მარსელში" ითამაშა. ესპანეთის ნაკრებში 47 თამაშში ფორვარდმა 27 გოლი გაიტანა. მორიენტესი გახდა 2004 წლის ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირი, "რეალთან" ერთად სამჯერ მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორჯერ ლა ლიგა, 3-ჯერ ესპანეთის სუპერთასი, 2-ჯერ საკონტინენტთაშორისო თასი და ევროპის სუპერთასი. "ლივერპულში" თამაშისას ასოციაციის თასს შეწვდა და ევროპის სუპერთასს, "ვალენსიაში" ყოფნისას სამეფო თასი მოიგო, "მარსელში" - საფრანგეთის ჩემპიონობა და ლიგის თასი.
ფოტო: ოქროს ხანა, მორიენტესი და რაული ჩემპიონთა თასით