ვარსკვლავი ჩილედან სანტანდერში

AutoSharing Option

კანტაბრიულმა "რასინგმა" სატრანსფერო სეზონის დახურვამდე მოასწრო დაცვის ხაზის გაძლიერება - "უნივერსიდად კატოლიკადან" ვალდო პონსე იჯარით აიყვანა. 27 წლის პონსე მთელს სეზონს სანტანდერში გაატარებს, შემდეგ კი მას 600 ათას ევროდ შეიძენს. მიგელ ანხელ პორტუგალმა ამით დაასრულა გუნდის დაკომპლექტება, რომელიც, ბევრის აზრით, პრიმერა დივიზიონში დარჩენისათვის იბრძოლებს. პონსემ ჩილეს ნაკრებში 29 თამაში ითამაშა, წლევანდელ მუნდიალზეც თავი კარგად წარმოაჩინა.

ბოლო დღის ტრანსფერები ესპანეთში

ფეხბურთელი საიდან სად თანხა
პაბლო პინტოსი (ურუ) ლაციო ხეტაფე თავ/აგენტი
რუბენ მარტინესი კარტახენა მალაგა 1,3 მლნ ევრო
ალვარო ხურადო ატლეტიკო შალკე 13 მლნ. ევრო
ვალდო პონსე (ჩილ) უნივერსიდადი რასინგი იჯარა
ექტორ ფონტი ვალიადოლიდი ხერესი იჯარა
კიკო კასილია ესპანიოლი კარტახენა იჯარა
კალა სევილია კარტახენა იჯარა
კეკო ატლეტიკო კარტახენა იჯარა
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული