"სამეფო კლუბი" პირველი ტაიმის შემდეგ 0:1 აგებდა, მაგრამ ორი გოლის გატანა და მორიგი სამი ქულის მოპოვება მოახერხა.
"მეტოქემ კარგად შეგვისწავლა, თავს კარგად და უშეცდომოდ იცავდა. მასპინძელთა ყველა მოთამაშე დაცვაში ირჯებოდა და კონტრშეტევისთვის მოსახერხებელ შემთხვევას ელოდა. შეიძლება ითქვას, რომ მეტოქემ პირველ ტაიმში ძალიან კარგი თამაში აჩვენა.
რაც შეეხება ჩემს ტაქტიკურ ცვლილებებს მეორე ტაიმში, ისინი იმით იყო განპირობებული, რომ სამი მცველით თამაში მსურდა. იმავე ტაქტიკური ჩანაფიქრის გამო ბოლო წუთებში