ბოლო 23 ოფიციალურ მატჩში 22 გამარჯვება! ასეთია ჟოზე მოურინიოს გუნდის შედეგი. მიუხედავად ამ ბრწყინვალე მონაგარისა, არ გვახსენდება ასეთი საშინელი თამაში, როგორიც ლიდერმა ბალეარებზე პირველ ტაიმში გვიჩვენა. ხოაკინ კაპაროსი კარგად მომზადებულა "სამეფო კლუბის" დასახვედრად, "რეალის"
მეორე ტაიმში თამაში მაშინ გამოცოცხლდა, როცა ხოსე მარია კალეხონი საჯარიმოში ორთაბრძოლას დროს წაიქცა, ამას "მალიორკას" კონტრშეტევა მოჰყვა, ვიქტორ კასადესუსი თანამსაჯის ალამმა შეაჩერა. ორივე ეპიზოდი ძალზე საკამათო იყო. ამ ეპიზოდიდან ათ წუთში "რეალი" იკერ კასილიასმა იხსნა, მიშელ პერეირას დარტყმული მან კუთხურზე მოიგერია. 2:0 რომ გამხდარიყო, "რეალს" ძალიან გაუჭირდებოდა მატჩის გადარჩენა. ზუსტად ხუთ წუთში სტუმრებმა გაათანაბრეს, მესუთ იოზილმა შეცვლაზე შესული გონსალო იგუაინი მოძებნა, რომელმაც მცველსაც და მეკარესაც ბურთი თავზე გადაუგდო.
აქედან დაიწყო და თამაშის ხასიათი სულ შეიცვალა, "რეალის" უპირატესობა აშკარა გახდა, კრიშტიანო რონალდოს შორეული დარტყმა ხარიხას მოხვდა. თამაშის დასრულებამდე 6 წუთით ადრე კი "რეალმა" 3 ქულის მომტანი გოლი გაიტანა. ამ ეპიზოდში კუნძულელთა ებრაელი გოლკიპერი ძალზე შეგეცოდებოდათ, ავატემ დუელი ჯერ იგუაინს მოუგო, მერე - ბენზემას, მაგრამ მეკარემ კარში ჩადგომა დროულად ვერ მოასწრო და 24 წლის კალეხონმა ჩემპიონატში მე-3 გოლი გაიტანა.
ჟოზე მოურინიო: "ძალიან მნიშვნელოვანი 3 ქულა მოვიპოვეთ. "მალიორკა" დიდებულად თამაშობდა დაცვაში, უშეცდომოდ. მეტოქის ფეხბურთელები სინქრონულად მოქმედებდნენ და საკუთარ შანსს ელოდნენ. პირველ ტაიმში უბრალოდ გვაჯობეს".
ხოსე მარია კალეხონი: "გოლზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ "რეალმა" სამი ქულა მოიპოვა. შესვენებაზე ვთქვით, რომ რამე უნდა შეგვეცვალა თამაშში, ბურთი მეტად დავიჭირეთ".
ხოაკინ კაპაროსი: "ვიქტორის გოლის წარმოდგენაც კი არ მსურს. რა შეიძლება მომხდარიყო, თამაშგარე რომ არ დაეფიქსირებინათ. რას ვგრძნობდი ამ ეპიზოდში? სიბრაზეს და უსუსურობის შეგრძნებას".
* * *
"მესტალიაზე" "ვალენსიამ" ლეთარგიული სანახაობა შემოგვთავაზა, რომლის ერთადერთი გამონათება არიც ადურუსის თავურები იყო. "რეალ სოსიედადმა" ახალგაზრდა ფრანგის, ანტუან გრიზმანის გოლის წყალობით მოიგო.
გრიზმანს გაუმართლა, როცა მისი პირველი დარტყმული ადილ რამიმ ისევ მისკენ მოიგერია, ხელმეორედ კი მან აჯობა მეკარე დიეგო ალვეშს, სავარაუდოდ, იმავე რამის რიკოშეტის დახმარებით. წაგება უნაი ემერის "დამსახურება" გვგონია, რომელმაც წამყვანი ფეხბურთელების (სოლდადო, რუისი, ალბელდა, ალბა, ტინო კოსტა, ჟონასი) დასვენება განიზრახა. 22 წლის დანი პარეხომ კი იმდენად ცუდად ითამაშა, რომ "მესტალიას" ტრიბუნებმა, ნახევარმცველი სტვენით გააცილა.
* * *
"სარაგოსას" თავკაცმა მანოლო ხიმენესმა კარგი შანსი გაუშვა ხელიდან "ლა რომარედაზე" პირველივე მატჩი მოეგო - 1:1 "ხეტაფესთან". ორივე გოლი კუთხურის ჩამოწოდების შემდეგ გავიდა, სტანდარტულ მდგორეობებში მასპინძლები უფრო სახიფათონი იყვნენ. როგორც ჩანს, არა მხოლოდ მეტოქის კართან. სტუმართა რიგებში დიდი ხნის იძულებითი შესვენების შემდეგ პედრო ლეონმა ითამაშა.
* * *
"რეალ სოსიედადმა" ანდალუსიაში "გრანადა" 2:1 დაამარცხა და ეს მიკუს და პიტის გოლების წყალობით მოახერხა, მასპინძლებმა კი თამაში 10 კაცის ამარა ჩაამთავრეს - მათ ინიგო ლოპესი ჩხუბისთვის გაუძევეს. სანდოვალის გუნდმა მეტოქეს უკეთესი ტაქტიკის წყალობით აჯობა.
* * *
მარსელინოს მწვრთნელობით ისევ უკმაყოფილო დარჩა "სანჩეს პისხუანი", რომელმაც "ესპანიოლთან" უგერგილო და უგოლო ფრე იხილა. უკვე 4 ტურია, "სევილიას" არ მოუგია. "სევილიამ" ფეხში ისროლა", - წერდა "მარკა", არც გაემტყუნება - მასპინძლებს 14 საგოლე შანსი ჰქონდათ და ერთიც ვერ გაიტანეს. მეორე ტაიმში შეცვლაზე შემოსულმა არგენტინელმა დიეგო პეროტიმ კი (რომელიც ახლახან დაბრუნდა) კვლავ ტრავმა მიიღო და მომავალ სევილიურ დერბის დააკლდება.
* * *
არგენტინელმა დიეგო სიმეონემ პირველად მოაგებინა "ატლეტიკოს", "ვისენტე კალდერონზე" "როხიბლანკომ" ულაპარაკოდ დაჯაბნა "ვილიარეალი" - 3:0. სანამ რადამელ ფალკაო ანგარიშს გახსნიდა, "ატლეტიკოს" უკვე რამდენიმე საგოლე მომენტი ჰქონდა გაცუდებული, შემდეგ ადრიან ლოპესის კარგი თამაშის წყალობით მარჯვენა ფლანგზე, კოლუმბიელმა გაიტანა. მალე ფალკაომ დუბლი შეასრულა - მეორე ტაიმის დასაწყისში ადრიანმა ქუსლით მოძებნა ფალკაო, რომელიც როდრიგესმა წააქცია. დიეგომ მესამე და ბოლო გოლი გაიტანა. "ვილიარეალი" კი შეტევაში იყო სრული ნული და დამსახურებულადაც დამარცხდა.
სტუმრებს მხოლოდ მსაჯობაზე ეთქმით საყვედური - პირველი გოლისას ადრიანი, თითქოს, თამაშგარე მდგომარეობაში იყო, პენალტის ეპიზოდშიც არაა ნათელი, სად წააქციეს ფალკაო, საჯარიმოში თუ მის გარეთ. "ეს უკვე სულ სხვა "ატლეტიკო" ვიხილეთ", - წერს დღევანდელი "მარკა".
* * *
პამპლონაში სენსაცია ვიხილეთ, "ოსასუნას" 11-მატჩიანი საშინაო წაუგებელი სერია მაინცდამაინც ხუანხო გონსალესის ხელში გამოცოცხლებულ "რასინგთან" დასრულდა - 0:2. კანტაბრიელებმა ორივე გოლი პენალტით (ორივე სტუანიმ) გაიტანეს.
ესპანეთი. ლა ლიგა. XVIII ტური
სარაგოსა-ხეტაფე 1:1
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ლანსარო, და სილვა, პარედესი, ობრადოვიჩი (90. ორიოლი) - სუკულინი (84. აბრაამი), პინტერი - რუბენ მიკაელი, ლუის გარსია, ლაფიტა (72. არანდა) - პოშტიგა.
ხეტაფე (4-4-2): მოია - ვალერა, კატა დიასი, რაფა, მასილელა - პ. რიოსი (58. დ. კასტრო), მიჩელი, კასკერო (71. პედრო ლეონი), ბარადა - გუისა (90. ხ. როდრიგესი), მიკუ.
გოლები: 1:0 ლანსარო (38), 1:1 პარედესი (78 ს.კ.)
გაფრთხილება: პარედესი, გარსია, მიკაელი - მასილელა, ლეონი
კუთხური: 10-10; ჯარიმა: 10-10; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 15-9 (4-5); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 23 000
გრანადა-ვალეკანო 1:2
გრანადა (4-2-3-1): რობერტო - ნიომი, ი. ლოპესი, მაინსი, სიკეირა - ფ. რიკო, მ. რიკო - უჩე (53. იგჰალო), კარლუშ მარტინში (53. დ. ბენიტესი), ხარა (73. ხაიმე) - ხეიხო.
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): დანი - ტიტო, არიბასი, ხორდი, კასადო - ფუეგო, მოვილია (80. მიჩელი) - პიტი (64. დელიბაშიჩი), ტრაშორასი, მიჩუ - ტამუდო (71. რაიკო).
გოლები: 0:1 მიჩუ (26), 0:2 პიტი (52), 1:2 ფ. რიკო (87)
გაფრთხილება: ხეიხო, ნიომი, მ. რიკო, ბენიტესი, ხარა - მოვილია, ტამუდო, კასადო
გაძევება: ი. ლოპესი (92)
კუთხური: 11-3; ჯარიმა: 14-12; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 15-12 (6-4); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 14 000
სევილია-ესპანიოლი 0:0
სევილია (4-2-3-1): ვარასი - კასერესი, სპაჰიჩი, ფასიო, ლუნა - მედელი, ტროხოვსკი (64. რაკიტიჩი) - ხესუს ნავასი, რეიესი, დელ მორალი (54. პეროტი) - ნეგრედო (46. კანუტე).
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - გალანი, რ. როდრიგესი, ფორლინი, დიდაკ ვილა - ხ. ლოპესი (85. კ. გომესი), ბაენა - რუი ფონტე (68. ალბინი), ვერდიუ, ტიევი (51. ვეისი) - ა. ვასკესი.
გაფრთხილება: კანუტე - დიდაკი, ფორლინი, ვერდიუ, ვასკესი
კუთხური: 6-4; ჯარიმა: 13-15; თამაშგარე: 4-1; კარში დარტყმა: 19-8 (3-1); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 32 000
მალიორკა-რეალი 1:2
მალიორკა (4-4-2): ავატე - სენდროსი, ჩიკო, რამისი, პ. კასერესი - პერეირა, ტისონე (86. ალფარო), ჟოაო ვიქტორი, გ. კასტრო - ვიქტორი (83. მარტი), ჰემედი (73. ოგუნჯიმი).
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა (58. კაკა), პეპე, სერხიო რამოსი, მარსელო (58. ფ. კოენტრაო) - დიარა (46. იგუაინი), ჩაბი ალონსო - კალეხონი, იოზილი, რონალდო - ბენზემა.
გოლები: 1:0 ჰემედი (38), 1:1 იგუაინი (71), 1:2 კალეხონი (84)
გაფრთხილება: ტისონე, სენდროსი, კასტრო, ოგუნჯიმი - კოენტრაო
კუთხური: 4-5; ჯარიმა: 25-7; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 8-14 (2-9); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 20 000
ვალენსია-სოსიედადი 0:1
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბრუნო, რამი, დეალბერტი, მატიო (53. ალბა) - მ. თოპალი, ბანეგა - ფეგული (70. ალკასერი), პარეხო (64. ჟონასი), პაბლო ერნანდესი - ადურისი.
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა, დემიდოვი, მ. გონსალესი, კადამურო - ელუსტონდო, არანბურუ (79. მარიგა) - ჩაბი პრიეტო, ზურუტუზა, გრიზმანი (92. კ. მარტინესი) - აგირეჩე (68. ველა).
გოლი: 0:1 გრიზმანი (55)
გაფრთხილება: ალბა
კუთხური: 5-0; ჯარიმა: 7-11; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 12-7 (3-2); ბურთის ფლობა: 59%-41%.
მაყურებელი: 38 000
ატლეტიკო-ვილიარეალი 3:0
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, გოდინი, მირანდა, ფილიპე ლუიში - გაბი, ტიაგო - ადრიან ლოპესი (78. კოკე), დიეგო (84. პიცი), არდა თურანი (62. სალვიო) - ფალკაო.
ვილიარეალი (4-2-3-1): დ. ლოპესი - ა. ლოპესი, საპატა, გონსალო, ხ. ორიოლი - დე გუზმანი (46. მუსაჩიო), ბრუნო - ე. პერესი (46. კასტელანი), ბ. ვალერო, კანი (77. ხოსელუ) - ნილმარი.
გოლები: 1:0 ფალკაო (39), 2:0 ფალკაო (50-პენ), 3:0 დიეგო (79)
გაფრთხილება: თურანი, ტიაგო, დიეგო - დ. ლოპესი, საპატა
კუთხური: 11-2; ჯარიმა: 13-7; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 20-3 (9-0); ბურთის ფლობა: 44%-56%.
მაყურებელი: 52 500
ოსასუნა-რასინგი 0:2
ოსასუნა (4-3-3): ა. ფერნანდესი - დამია, სერხიო (72. რ. გარსია), ფლანიო, სატრუსტეგი - ანუნსიატა (46. სეხუდო), ნეკუნამი, ტიმორი - იბრაჰიმა, ნინო (65. ლეკიჩი), ლამა.
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ალვარო, ტორეხონი, ბერნარდო სუნიგა, სისმა - პ. დიოპი (89. სამპერიო), კოლსა (76. ციოლისი) - მუნიტისი, ადრიანი, აკოსტა - სტუანი (92. კრისტიანი).
გოლები: 0:1 სტუანი (38-პენ), 0:2 სტუანი (70-პენ)
გაფრთხილება: ფლანიო, გარსია, ნეკუნამი, ლამა - კოლსა, მუნიტისი, სტუანი
კუთხური: 8-5; ჯარიმა: 18-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 8-13 (2-5); ბურთის ფლობა: 66%-34%.
მაყურებელი: 15 500
ბილბაო-ლევანტე 3:0
ბილბაო (4-2-3-1): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, ამორებიეტა, აურტენეჩე - იტურასპე, ანდერი (81. სან ხოსე) - სუსაეტა, დე მარკოსი, მუნიაინი (87. ი. პერესი) - ფ. ლორენტე (72. ტოკერო).
ლევანტე (4-2-3-1): მუნუა - ვენტა, ბალესტეროსი, ნანო (46. ვალდო), დელ ორნო - ხ. ტორესი (79. როხერი), ფარინოსი - ელ ჟარი (67. რ. სუარესი), ბარკერო, ხუანფრანი - კონე.
გოლები: 1:0 ამორებიეტა (10), 2:0 ლორენტე (40), 3:0 სან ხოსე (89)
გაფრთხილება: აურტენეჩე, ანდერი - ბალესტეროსი, დელ ორნო, ფარინოსი, ტორესი, ხუანფრანი
გაძევება: ხუანფრანი (89)
კუთხური: 4-8; ჯარიმა: 12-9; თამაშგარე: 3-1; კარში დარტყმა: 17-16 (9-4); ბურთის ფლობა: 55%-45%.
მაყურებელი: 39 000
სპორტინგი-მალაგა 2:1
სპორტინგი (4-2-3-1): ხუან პაბლო - დ. სუარესი, გალვესი, გრეგორი, კანელია - ეგურენი, ნაჩო კასესი - ნაჩო ნოვო (70. ტრეხო), ანდრე კაშტრო (78. რივერა), დე ლას კუევასი (82. ბილიჩი) - ბარალი.
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - ს. სანჩესი, დემიკელისი, მატეისენი (82. რონდონი), მონრეალი - ტულალანი, კასორლა - სება ფერნანდესი (58. ხუანმი), ისკო, ელიზეუ (70. ბუონანოტე)- ვან ნისტელროი.
გოლები: 1:0 გალვესი (36), 1:1 ვან ნისტელროი (88), 2:1 ტრეხო (92)
გაფრთხილება: პაბლო, კასესი, ეგურენი, ტრეხო, კაშტრო - მატეისენი, ტულალანი, ისკო
კუთხური: 2-8; ჯარიმა: 24-8; თამაშგარე: 2-1; კარში დარტყმა: 11-10 (7-4); ბურთის ფლობა: 39%-61%.
მაყურებელი: 19 000
ბარსელონა-ბეტისი 4:2
ბარსელონა (3-4-3): ვალდესი - პუიოლი, მასკერანო, აბიდალი - კვენკა (46. დანი ალვეში), ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა (87. ადრიანო) - სანჩესი, მესი, ფაბრეგასი (82. ტ. ალკანტარა).
ბეტისი (4-3-3): კასტო - ისიდორო, მარიო, დორადო, ნაჩო - სევილია (56. მატილია), ირინეი (46. სანტა კრუსი), კანიასი - რ. კასტრო, მოლინა (72. უსტარიცი), მონტერო.
გოლები: 1:0 ჩავი (10), 2:0 მესი (12), 2:1 რ. კასტრო (32), 2:2 სანტა კრუსი (52), 3:2 სანჩესი (76), მესი (86-პენ)
გაფრთხილება: პუიოლი, მესი - მარიო, დორადო, სევილია, მატილია
გაძევება: მარიო (70)
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 14-14; თამაშგარე: 2-2; კარში დარტყმა: 16-10 (9-5); ბურთის ფლობა: 65%-35%.
მაყურებელი: 82 500
სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 18 15 1 2 63-17 46
2. ბარსელონა 18 12 5 1 55-11 41
3. ვალენსია 18 10 4 4 28-19 34
4. ლევანტე 18 9 3 6 25-22 30
5. ბილბაო 18 6 8 4 26-19 26
6. ოსასუნა 18 6 8 4 21-30 26
7. სევილია 18 6 7 5 19-19 25
8. მალაგა 18 7 4 7 21-24 25
9. ესპანიოლი 18 7 4 7 18-21 25
10. ატლეტიკო 18 6 5 7 26-27 23
11. ვალეკანო 18 6 4 8 21-27 22
12. ბეტისი 18 7 1 10 20-26 22
13. ხეტაფე 18 5 6 7 18-24 21
14. სოსიედადი 18 5 6 7 17-23 21
15. რასინგი 18 4 8 6 14-21 20
16. მალიორკა 18 4 7 7 16-24 19
17. გრანადა 18 5 4 9 12-23 19
18. სპორტინგი 18 5 3 10 18-30 18
19. ვილიარეალი 18 3 7 8 15-28 16
20. სარაგოსა 18 2 5 11 14-33 11
ბომბარდირები
21 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 19 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - გონსალო იგუაინი (რეალი); 11 - რადამელ ფალკაო (ატლეტიკო), რობერტო სოლდადო (ვალენსია); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი).
მომდევნო ტური
21 იანვარი: ესპანიოლი-გრანადა, რასინგი-ხეტაფე, რეალ სოსიედადი-რეალი, ბეტისი-სევილია.
22 იანვარი: ოსასუნა-ვალენსია, რაიო ვალეკანო-მალიორკა, მალაგა-ბარსელონა, ლევანტე-სარაგოსა, რეალი-ბილბაო, ვილიარეალი-სპორტინგი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"