პეპე: მზად ვარ "ბარსელონას" წინააღმდეგ ნახევარმცველადაც ვითამაშო

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მცველმა პეპემ განაცხადა, რომ მზადაა "ბარსელონასთან" ესპანეთის თასის პირველ მეოთხედფინალურ მატჩში სხვა პოზიციაზე ითამაშოს.

"სამეფო კლუბის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ გასულ სეზონში პეპე კატალონიელების წინააღმდეგ ნახევარმცველის პოზიციაზე გამოსცადა. ბევრის აზრით, არცთუ წარუმატებლად.

"ბარსასთან" თამაშის დინამიკა უნდა შევცვალოთ. რაც შეეხება ჩემს პოზიცას მოედანზე, ჩვენმა მწვრთნელმა კარგად იცის, რა უნდა გააკეთოს ამ მატჩში. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ გუნდის განკარგულებაში ვარ. მთელმა მსოფლიომ იცის, როგორ ვიხარჯები მოედანზე. გადაწყვეტილება მოურინიომ უნდა მიიღოს", - განაცხადა პეპემ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
მესის ვერ უხერხებენ ვერაფერს. მიიღებს ბურთს და პრობლემაა, ჩაჭრაზე ეთამაშები და მჭიდროდ და ხისტად და არ მიაღებინებ? ეგ სცადეს უკვე და ლასანასაც არ გამოუვიდა, პეპესაც და იქ ეგეთი აღარავინაა, რო ეგ დავალება შეასრულოს. ეხლა ისევ პეპე იქაჩება, მარა მესი უფრო წინ თამაშობს უკვე და თუ მესი არა, ჩავი, თუ ჩავი არა, ინიესტა... მოკლედ, არაა რეალის საშველი ჯერ-ჯერობით. ბარსას დონეზე ვერაა აშკარად. პირველ ნომრად თამაში რო სცადონ ისევ 0:5 იქნება.
0

სიახლეები პოპულარული