კრიშტიანო რონალდო: "ბარსელონასთან" თამაშის წინ დაძაბული არ ვარ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა, კრიშტიანო რონალდომ განაცხადა, რომ "ბარსელონასთან" ესპანეთის თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ საერთოდ არ ღელავს.

"თამაშების წინ ყოველთვის მშვიდი ვარ და დაძაბულობა ვერ მძლევს. ყოველ წამს თავდაჯერებისა და დადებითი განწყობის შენარჩუნებას ვცდილობ. ყველა პერიოდს ახალ გამოძახილად განვიხილავ და ყოველთვის ვცდილობ, უკეთ ვითამაშო, ვიდრე წინა მატჩებში.

ჩემი ფსიქოლოგიური მდგომარეობა ჩემთვის მნიშვნელოვანია.

რაც შეეხება "ბარსელონას", ყოველთვის გამარჯვება მსურს, მიუხედავად იმისა, ვის წინააღმდეგ გამოვდივარ მოედანზე", - განაცხადა პორტუგალიელმა ფეხბურთელმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული