ჰლები: ვნანობ, რომ "ბარსელონაში" გადავედი

AutoSharing Option
კატალონიის "ბარსელონას" ნახევარმცველმა ალექსანდრ ჰლებმა განაცხადა, რომ თამაშს გერმანიაში აპირებს. ამ ეტაპზე ფეხბურთელი "აუგსბურგთან" ერთად ემზადება.

"დიდი მონდომებით ვვარჯიშობ. ისევ მინდა ბუნდესლიგაში ვითამაშო, სადაც ბრწყინვალე წლები გავატარე. გერმანია ჩემთვის მეორე სახლი გახდა.

სიმართლე რომ გითხრათ, ვნანობ "ბარსელონაში" გადასვლას. ყველაზე მეტად ის მაბრაზებდა, რომ მოედანზე თითქმის არ გამოვდიოდი, ხოლო როცა სტადიონზე გამოვჩნდებოდი, ბურთთან შეხება პრაქტიკულად არ მიწევდა", - თქვა ჰლებმა.

მომზადებულია transfermarkt.de-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული