ჟოზე მოურინიო: "ბარსელონასთან" თამაშის შემდეგ ყველა შემთხვევაში გამაკრიტიკებენ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ "ბარსელონასთან" ესპანეთის თასის მეოთხედფინალური მატჩის წინ მწვრთნელის რთულ ბედზე ისაუბრა.

პორტუგალიელმა სპეციალისტმა დაიჩივლა, რომ რა შემადგენლობაც არ უნდა დააყენოს "ბლაუგრანას" წინააღმდეგ, მაინც გააკრიტიკებენ.

"თუ რამოსი მარჯვენა მცველის პოზიციაზე ითამაშებს, მეტყვიან, რომ ის ცენტრში თავს შესანიშნავად წარმოაჩენს. თუ ამ პოზიციაზე კუენტრანს გამოვიყვან, ისევ გამაკრიტიკებენ, რადგან ის ცაციაა. დიარას გამოყვანის შემთხვევაში მეტყვიან, რომ ხედირა ტრავმირებულია და ჩაბი ალონსო მოედნის ცენტრში მარტო დავტოვე.

თუ პეპეს ცენტრალურ მცველად ვათამაშებ, კვლავ კრიტიკას დავიმსახურებ, რადგან მეტყვიან, რომ მან ნახევარდაცვაში უნდა
ითამაშოს.

სამი საყრდენი ნახევარმცველის დაყენების შემთხვეავში, მეტყვიან, რომ შეტევა იყო საჭირო. თუ მოედანზე კვლავ იგუაინი გამოვა, ბენზემას სასტარტო შემადგენლობაში არგამოყვანის გამო გამაკრიტიკებენ და პირიქით", - თქვა მოურინიომ.
მკითხველის კომენტარები / 2 /
აუუ, ეს უკვე წუწუნებს და აზრზე ვარ ბარსა როგორ ათრევს რეალს ლარიან კალბასივით :)))
0
გული მიგრძნობს მასე იქნება
spako
14:45 18-01-2012
0

სიახლეები პოპულარული