ჟოზე მოურინიო: "ბარსელონას" დამარცხების რეცეპტი არ ვიცი

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "ბარსელონასთან" ესპანეთის თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ აღნიშნა, რომ კარგ შედეგად მხოლოდ შემდეგ ეტაპზე გასვლას მიიჩნევს.

იმავდროულად პორტუგალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ გამარჯვების "რეცეპტი" არ იცის.

"ერთადერთი მისაღები შედეგი "რეალის" ნახევარფინალში გასვლა იქნება. თასის მეოთხედფინალი ორი თამაშისგან შედგება. ის გუნდი, რომელიც დამარცხდება, ეროვნულ ჩემპიონატში უპირატესობას მოიპოვებს. მაგრამ მოდით ნუ ვითვალთმაქცებთ: "რეალს" მოგება სურს და იგივე უნდა "ბარსელონასაც".

ეს განსაკუთრებული ტურნირია, რომელშიც ამხანაგური მატჩები არ არსებობს", - განაცხადა მოურინიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული