იმავდროულად პორტუგალიელმა სპეციალისტმა თქვა, რომ გამარჯვების "რეცეპტი" არ იცის.
"ერთადერთი მისაღები შედეგი "რეალის" ნახევარფინალში გასვლა იქნება. თასის მეოთხედფინალი ორი თამაშისგან შედგება. ის გუნდი, რომელიც დამარცხდება, ეროვნულ ჩემპიონატში უპირატესობას მოიპოვებს. მაგრამ მოდით ნუ ვითვალთმაქცებთ: "რეალს" მოგება სურს და იგივე უნდა "ბარსელონასაც".
ეს განსაკუთრებული ტურნირია, რომელშიც ამხანაგური მატჩები არ არსებობს", - განაცხადა მოურინიომ.