ხოსეპ გვარდიოლა: "რეალთან" მხოლოდ გამარჯვებაზე უნდა ვიფიქროთ

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავკაცი პეპ გვარდიოლა "რეალთან" ესპანეთის თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩის წინ "სამეფო კლუბის" წინააღმდეგ თამაშის ტაქტიკაზე საუბრობს.

კატალონიელთა მწვრთნელს ეჭვიც არ ეპარება, რომ მის გუნდს ძალიან რთული დაპირისპირება ელის.

"ჩვენ ძალიან ძლიერი მეტოქის წინააღმდეგ უნდა ვითამაშოთ, რომელსაც გოლი მუდამ გააქვს.

"რეალის" მოთამაშეებს საჯარიმო მოედნის გარედან გატანაც შეუძლიათ. ამას გარდა, გუნდი სტანდარტულ მდგომარეობებს ძალიან კარგად იყენებს.

სასურველი შედეგის მიღწევის ერთადერთი გზა გამარჯვებაზე თამაშია. ბურთი უნდა ვაკონტროლოთ და მეტოქეს კონტრშეტევების საშუალება მოვუსპოთ. ეს დაპირისპირება 180 წუთისგან შედგება და საპასუხო მატჩში ყურადღების მოდუნება
ძვირად დაგვიჯდება", - განაცხადა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 1 /
magari saidumlo eg rom burti unda akontrolos turme
suxo
00:21 19-01-2012
0

სიახლეები პოპულარული