"ელ კლასიკო" ხოსეპ გვარდიოლას დაბადების დღეს დაემთხვა

AutoSharing Option
დღეს კატალონიის "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელს ხოსეპ გვარდიოლას 41 წელი შეუსრულდა.

ფეხბურთელის კარიერაში ყველაზე დიდ წარმატებას გვარდიოლამ "ბარსელონაში" გამოსვლის დროს მიაღწია. მან ექვსჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, ორჯერ გახდა ესპანეთის თასის მფლობელი და სუპერთასი ოთხჯერ მოიპოვა.

ევროსარბიელზე ხოსეპმა ჩემპიონთა ლიგა და თასების თასი მოიგო.

2007 წელს კი ესპანელმა სპეციალისტმა საწვრთნელო კარიერა დაიწყო, როცა "ბარსელონას" დუბლები ჩაიბარა. 2008/2009 წლების სეზონის დაწყებამდე მთავარი გუნდის მწვრთნელად დანიშნეს, რომლის შემდეგ დღემდე "ბარსელონამ" 13 ტიტული მოიპოვა.

გვარდიოლას გარდა, ამ დღეს იუბილარები რიკარდო მონტოლივო, იოჰან ჯურუ და ივან
სამორანო არიან.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული