ტომისლავ დუიმოვიჩი უკვე არაგონელია

AutoSharing Option
პრიმერა დივიზიონის აუტსაიდერმა "სარაგოსამ" მოსკოვის "დინამოსგან" სეზონის ბოლომდე ხორვატი ტომისლავ დუიმოვიჩი ითხოვა.

30 წლის დუიმოვიჩს ზაგრების "დინამოში", პერმის "ამკარში" და მოსკოვის "ლოკომოტივში" უთამაშია. მან 15-ჯერ მოირგო ხორვატიის ნაკრების ფორმა.

დუიმოვიჩი საყრდენი ნახევარმცველია. "აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ "სარაგოსას" მიზნის მიღწევაში დავეხმარო. ჩვენი მიზანი კი პრიმერაში ადგილის შენარჩუნებაა. გპირდებით, რომ თავს დავდებ გუნდის ინტერესებისთვის", - განუცხადა არაგონული კლუბის ოფიციალურ საიტს დუიმოვიჩმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული