30 წლის დუიმოვიჩს ზაგრების "დინამოში", პერმის "ამკარში" და მოსკოვის "ლოკომოტივში" უთამაშია. მან 15-ჯერ მოირგო ხორვატიის ნაკრების ფორმა.
დუიმოვიჩი საყრდენი ნახევარმცველია. "აქ იმისთვის ჩამოვედი, რომ "სარაგოსას" მიზნის მიღწევაში დავეხმარო. ჩვენი მიზანი კი პრიმერაში ადგილის შენარჩუნებაა. გპირდებით, რომ თავს დავდებ გუნდის ინტერესებისთვის", - განუცხადა არაგონული კლუბის ოფიციალურ საიტს დუიმოვიჩმა.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"