ინიესტა: საკუთარ საქციელზე ყველა თავადაა პასუხისმგებელი

AutoSharing Option
"ბარსელონას" ნახევარმცველმა ანდრეს ინიესტამ მადრიდის "რეალთან" ესპანეთის თასის მეოთხედფინალური დაპირისპირების ზოგიერთი ეპიზოდი განიხილა.

კატალონიელებმა პრინციპული მეტოქე 2:1 დაამარცხეს.

ინიესტამ "რეალის" მცველ პეპეს არასპორტულ საქციელზე ისაუბრა, რომელიც ამ შეხვედრაში ნახევარმცველად მოგვევლინა.

"საკუთარ საქციელზე ყველა თავადაა პასუხისმგებელი. დისციპლინარული ორგანოები უხეშობაზე ხანდახან რეაგირებენ, ხანდახან კი არა. არ მსურს ამ საკითხს ძალიან ჩავუღრმავდე.

ჩვენ მოედანზე კარგი ფეხბურთის საჩვენებლად გამოვედით. გაშვებული გოლის მიუხედავად, "ბარსამ" მოგება მოახერხა. "სანტიაგო ბერნაბეუს" სტადიონზე კი ამის გაკეთება ძალიან ძნელია", - თქვა ინიესტამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული