ჟოზე მოურინიო: წაგებაში დამნაშავე მხოლოდ მე ვარ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" თავკაცმა ჟოზე მოურინიომ "ბარსელონასთან" შეხვედრა გააანალიზა. პორტუგალიელის შეგირდები საკუთარ მოედანზე 1:2 დამარცხდნენ.

"როდესაც გუნდი იმარჯვებს, გამარჯვების შემოქმედი ბევრია. როდესაც აგებს, დამნაშავე მხოლოდ მწვრთნელია. მაგრამ ეს ფეხბურთია. ჩემმა შემადგენლობამ გულშემატკივრებში გაკვირვება გამოიწვია. მათი მესმის, მაგრამ მე ჩემებურად ვიქცევი. შედეგზე პასუხისმგებელი ხომ მე ვარ.

ალტინტოპმა და კარვალიომ კარგად ითამაშეს. ისინი მოედანზე შიშის გარეშე გამოვიდნენ. სხვები კი, ვინც ჩვეულებრივ კარგად თამაშობს, დღეს მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგნენ.

რაც შეეხება თამაშის ტაქტიკურ სურათს, არანაირად არ ველოდი, რომ მეორე ტაიმის დასაწყისში კუთხურიდან გოლს გავუშვებდი.
როდესაც ვიგებდით, ორი-სამი მომენტი გვქონდა, რომელიც შესაძლო იყო გოლით დასრულებულიყო. "ბარსელონა" შესანიშნავი გუნდია და მასთან თამაშისას დაცვაში შეცდომების დაშვება დაუშვებელია".

საპასუხო თამაშში "რეალის" შანსები მოურინიომ ასე შეაფასა:

"ბრძოლა გრძელდება, მაგრამ შემდეგ ეტაპზე გასვლა გართულდა, თუ არ ვიტყვით, რომ ძალიან გართულდა. ჩვენ ვამბობდით, რომ ესპანეთის ჩემპიონატი პრიორიტეტულია, თუმცა ჯერ არ მითქვამს, რომ თასის გათამაშებაში დავმარცხდით. "მალიორკასთან" მატჩი ამ თამაშზე მნიშვნელოვანი იყო".
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს კაცი მეცოდება რაა:)
ბარსას ბალეშიკი ვარ მაგრამ უკვე უინტერესო ხდება ელ კლასიკო სადაც დააფურტხეს იქ მოუგეს უკვე ზედმეტია რა ძაან დაამცირეს რეალი
rati0011
15:51 19-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული