პეპ გვარდიოლა: "რეალთან" დაპირისპირების ბედი ჯერ არ გადაწყვეტილა

AutoSharing Option
"ბარსელონას" თავკაცმა პეპ გვარდიოლამ მადრიდის "რეალთან" (2:1) ესპანეთის თასის პირველი მეოთხედფინალური მატჩის შემდეგ აღნიშნა, რომ მისი გუნდი სწრაფი გაშვებული გოლის შემდეგ, სულით არ დაცემულა.

კატალონიელები უკვე მე-11 წუთისთვის აგებდნენ, თუმცა მეორე ტაიმში ორი გოლი გაიტანეს და გამარჯვება მოიპოვეს.

"მთავარია, რომ მოედანზე გასატანად გამოვედით. გასვლით თამაშში გოლის გატანა კი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ჩემი მოთამაშეები რონალდოსგან გაშვებული გოლის შემდეგ კარგად ათამაშდნენ. გამარჯვება ყოველთვის გასახარია, მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ საქმის მხოლოდ ნახევარი გავაკეთეთ.

"რეალთან" შეხვედრაში ასი პროცენტით დარწმუნებული ვერასდროს იქნები. ამ გუნდს ყველაფერზე შეუძლია
წავიდეს.

რაც შეეხება "რეალის" შემადგენლობას, მოედანზე გამოსული ფეხბურთელები ვალდებულნი არიან შესაბამის დონეზე ითამაშონ. ალტინტოპმა კარგად ითამაშა. მაგრამ ჩვენც მოწოდების სიმაღლეზე ვიდექით: ბურთს დიდხანს ვფლობდით და მეტოქეს თავისუფალ ზონებს არ ვუტოვებდით.

ყველა გუნდს საკუთარი ღირსებები აქვს და მატჩის ბედი ცალკეული დეტალების ხარჯზე წყდება. ჩვენ თითქმის არასდროს გაგვაქვს კუთხურიდან, ახლა კი იმ გუნდს გავუტანეთ, რომელიც თამაშის ამ ასპექტში ძალიან ძლიერია.

მინდა ალექსის სანჩესის სიმამაცე აღვნიშნო. მან ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა", - თქვა გვარდიოლამ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული