კაკამ პსჟ უარყო

AutoSharing Option
როგორც მოსალდონელი იყო, "რეალის" ბრაზილიელმა ნახევარმცველმა კაკამ უარყო სპეკულაცია, რომლის მიხედვითაც "სამეფო კლუბი" და "პარი სენ ჟერმენი" უკვე შეთანხმდნენ მის ტრანსფერზე (25 მილიონი ევრო). ეს ინფორმაცია იტალიურმა "გაძეტა დელო სპორტმა" გაავრცელა. 29 წლის კაკამ "ტვიტერზე" დაწერა: "არ არის მართალი. თავიდან ბოლომდე მხოლოდ ერთ რამეზე ვარ კონცენტრირებული, "რეალში" ჩემს კარიერაზე".

სორიანო: პორტუგალია თუ ავსტრია?
"ბარსელონას" 26 წლის ფორვარდ ჯონათან სორიანოს მომავალი უკვე რამდენიმე კლუბს დაუკავშირეს, თუმცა ჯერჯერობით ისევ კატალონიური გრანდის სარეზერვო გუნდისთვის გააქვს. შეგახსენებთ, რომ სორიანო შარშან სეგუნდა დივიზიონის ბომბარდირი იყო,
მაგრამ პირველ გუნდში ვერადავერ დამკვიდრდა, თუნდაც ახლა, როცა, დავიდ ვილია დიდი ხნით დაიმტვრა. ამბობენ, ყველაზე ახლოს სორიანო "ბენფიკაში" გადასვლასთან არისო, თუმცა ესპანური წყაროები იუწყებიან, რომ სორიანოს მალე ავსტრიულ "ზალცბურგში" ვიხილავთ, 800 ათასი ევროს სანაცვლოდ.

ელ ჰამდაუი ესპანიოლში
"ესპანიოლი" მალე შეიძლება თავდამსხმელით გაძლიერდეს - კლუბი ინტენსიურ მოლაპარაკებას მართავს "აიაქსის" შემტევ მუნირ ელ ჰამდაუისთან. "მარკას" მტკიცებით, ტრანსფერის დასრულებამდე საათებია დარჩენილი - "ესპანიოლი" მაროკოელში, რომელსაც ამ სეზონში "აიაქსში" არ უთამაშია, 3,6 მილიონ ევროს გამოდის. ელ ჰამდაუის აგენტი სიგი ლენსი ბარსელონაში იმყოფებოდა ამ ტრანსფერის მოსაგვარებლად. 27 წლის ფორვარდი ფრანკ დე ბურის გემოვნებას ვერ აკმაყოფილებს და უთამაშებელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული