"მესტალია" ზეიმობს, ევერ ბანეგა დარჩა

AutoSharing Option
არგენტინის ნაკრების 23 წლის ნახევარმცველმა ევერ ბანეგამ "ვალენსიასთან" ორი წლით გაახანგრძლივა კონტრაქტი.

ახლა "მესტალიას" საყვარელი ფეხბურთელი 2015 წლის ივლისამდე "ღამურებში" დარჩება. შეგახსენებთ, რომ ბანეგა 2008 წელს გადავიდა ესპანეთში "ბოკა ხუნიორსიდან".

"ძალიან გახარებული ვარ ამით და ახლა მხოლოდ კლუბში კარიერის გაგრძელებაზე ვფიქრობ", - განაცხადა ბანეგამ. ახალგაზრდა შუახაზელს არგენტინის ნაკრებში 14 მატჩი აქვს ჩატარებული.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული