"ბარსელონა" პეპეს დასჯას არ მოითხოვს

AutoSharing Option
"ბარსელონას" ხელმძღვანელობამ და სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულ კომიტეტს მადრიდის "რეალის" მცველ პეპეს დასჯის თხოვნით არ მიმართოს.

პორტუგალიელ ფეხბურთელს ესპანეთის თასის მეოთხედფინალური მატჩის დროს განზრახ უხეშ და ბინძურ თამაშში ადანაშაულებენ.

კატალონიელთა კლუბში მიიჩნევენ, რომ დისციპლინარული კომიტეტის წევრებმა პეპეს მონაწილეობით ესა თუ ის ეპიზოდი თავად უნდა ნახონ და შესაბამისი ზომები მიიღონ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული