პეპემ ლიონელ მესის ბოდიში მოუხადა

AutoSharing Option
ვიდეო
"რეალის" ფეხბურთელმა პეპემ "ბარსელონას" მოთამაშე ლიონელ მესის ოფიციალურად მოუხადა ბოდიში.

პეპემ "რეალი"-"ბარსელონას" შეხვედრის იმ ეპიზოდისთვის მოიბოდიშა, როდესაც არგენტინელს ხელზე დააბიჯა. "რეალის" მოთამაშის თქმით, მან ეს წინასწარი განზრახვის გარეშე გააკეთა, მაგრამ თუ მესი თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს, პეპე ბოდიშს იხდის.

პორტუგალიელმა მცველმა დასძინა, რომ მას თავისი კოლეგისთვის ზიანის მიყენება აზრადაც არ მოსვლია.

პეპემ მესის თამაშის 69-ე წუთზე დააბიჯა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. არგენტინელი მინდორზე კალეხონის მიერ თამაშის წესების დარღვევის შემდეგ აღმოჩნდა, რომლისთვისაც ამ უკანასკნელმა გაფრთხილებაც მიიღო. პეპე დასჯას გადაურჩა, რადგან იმ დროისთვის
ყვითელი ბარათი უკვე მიღებული ჰქონდა.

"ბარსელონა" "რეალის" მოთამაშის დასჯას არ ითხოვს, რადგან კატალონიური კლუბის აზრით, ხსენებული ინციდენტი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა დამოუკიდებლად უნდა განსაჯოს.
მკითხველის კომენტარები / 3 /
როგორ შეიძლება ისეთი ტრადიციების გუნდში, როგორიც რეალია თამაშობდეს ასეთი არაკაცი? ისე რეალის 4-ვე პორტუგალიელი ძალიან თავხედი და უზრდელია
თემური
12:55 20-01-2012
0
სამაგალითოდ უნდა დასაჯონ რამოდენიმე მატჩის დისკვალიფიკაციით რადგანაც აშკარად ნაბიჯი შეამოკლა და განზრახ დააბიჯა ხელზე ფეხი
სენაკელი
16:17 20-01-2012
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული