პეპემ "რეალი"-"ბარსელონას" შეხვედრის იმ ეპიზოდისთვის მოიბოდიშა, როდესაც არგენტინელს ხელზე დააბიჯა. "რეალის" მოთამაშის თქმით, მან ეს წინასწარი განზრახვის გარეშე გააკეთა, მაგრამ თუ მესი თავს შეურაცხყოფილად მიიჩნევს, პეპე ბოდიშს იხდის.
პორტუგალიელმა მცველმა დასძინა, რომ მას თავისი კოლეგისთვის ზიანის მიყენება აზრადაც არ მოსვლია.
პეპემ მესის თამაშის 69-ე წუთზე დააბიჯა, როდესაც ანგარიში 1:1 იყო. არგენტინელი მინდორზე კალეხონის მიერ თამაშის წესების დარღვევის შემდეგ აღმოჩნდა, რომლისთვისაც ამ უკანასკნელმა გაფრთხილებაც მიიღო. პეპე დასჯას გადაურჩა, რადგან იმ დროისთვის
"ბარსელონა" "რეალის" მოთამაშის დასჯას არ ითხოვს, რადგან კატალონიური კლუბის აზრით, ხსენებული ინციდენტი ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის დისციპლინარულმა კომიტეტმა დამოუკიდებლად უნდა განსაჯოს.