მადრიდულ კლუბში მიიჩნევენ, რომ "ბარსელონასთან" მატჩის დროს მომხდარი ინციდენტის გამო პეპემ ესპანეთის ჩემპიონატში "ატლეტიკოსთან" და ესპანეთის თასზე "კამპ ნოუზე" გასვლით შეხვედრაში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს.
ამის შესახებ ინფორმაციას "მარკა" ავრცელებს. გამოცემის ცნობით, პეპეს არყოფნის ოფიციალურ მიზეზად ფეხბურთელის მყესის დაჭიმვას დაასახელებენ, რომელიც მან "ბარსელონასთან" მატჩში მიიღო.