რამონ კალდერონი: ჟოზე მოურინიო კაკას ოთხი თვეა ხმას არ სცემს

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" ყოფილმა პრეზიდენტმა რამონ კალდერონმა განაცხადა, რომ ჟოზე მოურინიოს გუნდის ზოგიერთ ფეხბურთელთან, კერძოდ კაკასთან, ძალიან დაძაბული ურთიერთობა აქვს.

"ბრაზილიელი მადრიდში უბრალოდ უბედურია, - ამტკიცებს კალდერონი Ona FM-თან ინტერვიუში, - რაზეა საუბარი, თუ მოურინიო მას უკვე უკვე ოთხი თვეა არ ელაპარაკება?

ამ ყველაფერთან ერთად, ესპანელი ფეხბურთელები უკმაყოფილონი არიან იმით, რომ მოურინიო უპირატესობას პორტუგალიელ ფეხბურთელებს ანიჭებს, მხოლოდ იმის გამო, რომ ისინი მისი თანამემამულეები არიან.

ნური შაჰინზე კი საერთოდ დავდუმდები. ეს ბიჭი მხოლოდ იმის გამო არ თამაშობს, რომ მოურინიოს არ მოსწონს".
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული