ვალენსია, ცალი ფეხით

AutoSharing Option
კოპა დელ რეი. 1/4 ფინალი. პირველი მატჩი
ვალენსია-ლევანტე 4:1
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რამი, რუისი, ალბა - ალბელდა, ტ. კოსტა - პაბლო ერნანდესი (67. ფეგული), ჟონასი (83. ადურისი), პიატი (46. ბანეგა) - სოლდადო.
ლევანტე (4-3-3): კ. ნავასი (46. მუნუა) - ვენტა, ბალესტეროსი, კაბრალი, ხუანფრანი - ხ. ტორესი, პალიარდო, იბორა - კონე, როხერი (71. რაფა ხორდა), ბარკერო (11. ელ ჟარი).
გოლები: 1:0 ჟონასი (24), 2:0 სოლდადო (31), 2:1 კონე (37), 3:1 პიატი (45), 4:1 ტ. კოსტა (94)

საპასუხო მატჩები
24
იანვარი: მირანდესი-ესპანიოლი.
25 იანვარი: მალიორკა-ბილბაო, ბარსელონა-რეალი.
26 იანვარი: ლევანტე-ვალენსია.

ვალენსიური დერბი "მესტალიაზე" ისეთი ანგარიშით დასრულდა "ლევანტეს" ნახევარფინალში გასვლის დიდი იმედები აღარ უნდა ჰქონდეს - "ვალენსია" ცალი ფეხით ნახევარფინალშია.

მასპინძელთაგან გოლები ჟონასმა, რობერტო სოლდადომ, პაბლო პიატიმ და ტინო კოსტამ გაიტანეს, მაგრამ სტუმარი არუნა კონეს გოლი ყველას ერთად სჯობდა. პაბლო ერნანდესმა სამი საგოლე პასი მიითვალა.

გამარჯვებულთა 40 წლის თავკაცი უნაი ემერი მედიას შეჰპირდა, რომ "ვალენსია" საპასუხო მატჩსაც მთელი სერიოზულობით მოეკიდება და ძირითად შემადგენლობას გამოიყვანს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული