როგორც იქნა, "ბარსელონამ" თავიდან მოიცილა 26 წლის ფორვარდი ჯონათან სორიანო, რომელიც, მართალია, კარგად თამაშობდა სეგუნდა დივიზიონში, მაგრამ რეზერვისტებისთვის აშკარად გადაზრდილი იყო.
სორიანო მომავალ სამ სეზონ-ნახევარს ავსტრიულ "ზალცბურგში" გაატარებს. კატალონიელები ახლავე 500 ათას ევროს მიიღებენ, თუკი სორიანო მატჩების განსაზღვრულ რაოდენობას ჩაატარებს, "ბარსა" კიდევ ნახევარ მილიონს მიიღებს.