ჟოზე მოურინიო: "ატლეტიკთან" რთული მატჩი გველის

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" პორტუგალიელმა თავკაცმა ესპანეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში ბილბაოს "ატლეტიკთან" მატჩამდე განაცხადა, რომ მის გუნდს რთული შეხვედრა ელის, მაგრამ თამაში "სანტიაგო ბერნაბეუზე" იქნება და "სამეფო კლუბი" მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავა.

"მიმდინარე სეზონში "ატლეტიკი" კარგად ასპარეზობს, მარსელო ბიელსამ საკმაოდ ბრძოლისუნარიანი გუნდი ჩამოაყალიბა, ამიტომ მეტოქესთან თამაში რთული იქნება, თუმცა მატჩი ჩვენ მოედანზე გაიმართება და მხოლოდ მოგებაზე ვიფიქრებთ.

რაც შეეხება თავდასხმის ხაზს, კარდინალური ცვლილებები არ იგეგმება. ბენზემა იგუაინის დუეტს პასებით რონალდო, ხაბი ალონსო და იოზილი მოამარაგებენ. ხოლო პეპე რომელ პოზიციაზე ითამაშებს ჯერჯერობით არ
გადამიწყვეტია.

"სანტიაგო ბერნაბეუზე" ტრადიციული 4-3-3 სქემით გავალთ და ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი სამი ქული აღებას შევეცდებით", - განაცხადა მოურინიომ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული