დაჭერობანა გრძელდება: კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი, "რეალი" და "ბარსელონა"

AutoSharing Option
ესპანურმა პრიმერამ ეკვატორს მიაღწია - "რეალი" ისევ 5 ქულით უსწრებს "ბარსელონას", რადგან წუხელ ორივე გრანდმა მოიგო, ორივემ - 4:1.

ჩემპიონმა სტუმრად "მალაგა" გაანადგურა, ლიდერს კი შინ ცოტა გაუჭირდა, მაგრამ საბოლოოდ მაინც დიდი ანგარიშით დაამარცხა "ბილბაო". კრიშტიანო რონალდომ ლეო მესის ჰეთ თრიკს დუბლით უპასუხა და პრიმერა დივიზიონის ბომბარდირობა, რომელიც 2 საათით დაკარგა, დაიბრუნა.

* * *
"ესპანიოლმა" წაუგებელი სერია ხუთ მატჩამდე გააგრძელა, ბარსელონაში იოლად დაამარცხა "გრანადა" - 3:0. არადა, წინა კვირაში კატალონიელებს სერიოზული ტრავმებით ორი მთავარი შემტევი დააკლდათ, სერხიო გარსია და
ალვარო ვასკესი. ანგარიში თავურით რაულ ბაენამ გახსნა, რომელმაც მანამდე უფრო გასატანი სიტუაციიდან ააცილა.

ტაიმის მიწურულს სლოვაკი ვლადიმირ ვეისი საჯარიმოში ალან ნიომმა მოცელა, კამერუნელს მსაჯის გადაწყვეტილების გაპროტესტებამ ყვითელი ბარათის მეტი ვერაფერი მოუტანა - პენალტი ჟოან ვერდიუმ უშეცდომოდ შეასრულა. მეორე ტაიმში "გრანადა" უკეთ თამაშობდა, მაგრამ ანდალუსიელები დასკვნით ფაზაში სცოდავდნენ. ბოლო სიტყვაც "ესპანიოლის" იყო - ჟულიო სეზარმა რომარიკის საჯარიმო კი მოიგერია, მაგრამ იქვე დადარაჯებულ რუი ფონტეს ცარიელი კარის დალაშქვრა არ გასჭირვებია.

* * *
"რასინგის" ხუთმატჩიანი წაუგებელი სერია, რაც გუნდს ხუანხო გონსალესი წვრთნის, დასრულდა - არადა, "ხეტაფესთან" მატჩში თავიდან კანტაბრიელები დაწინაურდნენ, ურუგვაელმა კრისტიან სტუანიმ სეზონში მე-5 გოლი გაიტანა.

მიუხედავად ამისა, აქამდეც და მერეც მადრიდელები უკეთეს ფეხბურთს თამაშობდნენ. დანი გუისამ მეტისმეტი მოინდომა, როცა ტონიოს მოტყუებაც გადაწყვიტა და გოლკიპერმაც დაასწრო. ანგარიში ხაიმე გავილანმა გაათანაბრა, რომელიც სერიოზული ტრავმის მორჩენის შემდეგ დაბრუნდა.

მეორე ტაიმში "რასინგის" მეკარე ტონიო ყოჩაღობდა, ხან გუისას დარტყმულს იგერიებდა, ხან - მიკუს. თუმცა გამარჯვების გოლი, რომელიც მიკუმ გაიტანა, სტუმრებმა ალალად დაიმსახურეს - 26 წლის ვენესუელელი ფორვარდი ორ მცველს გასცდა და ტონიოს თავზე გადაუგდო ბურთი - 1:2.

* * *
რადამელ ფალკაომ ჰეთ თრიკი შეასრულა, ხოლო მადრიდის "ატლეტიკომ", როგორც იქნა, მოიგო სტუმრად, თან ეს "ანოეტაზე" მოახერხა - 4:0. ვერაფერს იტყვი - დიეგო სიმეონეს შესანიშნავი სტარტი გამოუვიდა, 7 ქულა სამ თამაშში და 7:0 ბურთების სხვაობა. ამით "რეალ სოსიედადის" 7-მატჩიანი წაუგებელი სერია დასრულდა. ანგარიში მალევე გაიხსნა, "ატლეტიკოს" პირველივე ხეირიანი შეტევა პენალტით დასრულდა - ვადიმ დემიდოვმა ხელით ითამაშა საჯარიმოში, კლუბის რეკორდულმა შენაძენმა ფალკაომ პენალტი გოლად აქცია.

მე-2 ტაიმიც სტუმართა გოლით დაიწყო, ხუანფრანმა ჩააწოდა, ადრიან ლოპესის დიდებული დარტყმა თავით მეკარე ბრავომ კი მოიგერია, მაგრამ ისევ ადრიანმა დაამატა.

მატჩის მიწურულს კოლუმბიელმა კიდევ ორჯერ გაიტანა, პირველ შემთხვევაში მის ბრწყინვალე დარტყმულს აღვნიშნავთ, მეორეში კი "ატლეტიკოს" შესაშურ კომბინაციას. ფალკაოს უკვე 14 გოლი დაუგროვდა ჩემპიონატში.

* * *
ისევე, როგორც ძველ, კეთილ დროს, "ესტადიო დე ლოპერაზე" 50 ათასი გულშემატკივარი შეიკრიბა, რომელმაც ასე მონატრებული სევილიური დერბი იხილა. "ბეტისი" და "სევილია" 1:1-ზე გაიყარნენ, მიუხედავად იმისა, რომ ბოლო 20 წუთი სტუმრებმა ფედერიკო ფასიოს გაძევების შემდეგ, 10 კაცით ითამაშეს.

ანგარიში "ბეტისის" გამთამაშებელმა ეჩებერია ბენატმა საჯარიმო დარტყმით გახსნა, მაგრამ ალვარო ნეგრედომ თავურით ტაიმის მიწურულსვე გაათანაბრა. აღსანიშნავია, ხესუს ნავასის საგოლე ჩაწოდება.

* * *
"ვალენსიას" მოგება მისსავე გამოცდილმა ნახევარმცველმა, დავიდ ალბელდამ ააცალა - მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე მან ორი ფეხით შეასრულა ვარდნა ტეიშეირა ტიმორის წინააღმდეგ, მსაჯმა ალბელდა ეგრევე გააგდო, ხოლო ლოლომ მეკარე დიეგო ალვეშის შეცდომით ისარგებლა და გაათანაბრა - 1:1.

არადა, "რეინო დე ნავარაზე" "ღამურები" ძალიან ახლოს იყვნენ მოგებასთან, თამაშის დასრულებას 5 წუთი აკლდა, როცა რობერტო სოლდადომ თავურით სეზონის მე-12 გოლი გაიტანა.

* * *
"მალიორკამ" სტუმრად მცველ ივან რამისის თავურის წყალობით მოიგო. გოლის შემდეგ "რაიო ვალეკანოს" უპირატესობა აშკარა იყო, მაგრამ ბალეარელთა დაცვის ხაზმა გაძლო.

* * *
"ლა როსალედაზე" 30 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, მაყურებელმა ერთი ადამიანის თეატრი იხილა ლეო მესის შესრულებით. არგენტინელი აქამდე ვერ ბრწყინავდა "ბარსელონას" საგარეო მატჩებში ახლა კი გაილაღა - "მალაგას" კარში ჰეთ თრიკი შეასრულა, ერთი გოლიც ალექსის სანჩესის ანგარიშზეა. მანუელ პელეგრინის გუნდმა მხოლოდ ხოსე რონდონის გოლით უპასუხა ჩემპიონს, "მალაგაში" კრიზისი გრძელდება - 1:4.

აღსანიშნავია, რომ მესიმ პირველი გოლი თავით გაიტანა, დანარჩენ ორ შემთხვევაში კი ჩვეულ სტილში შეიჭრა მეტოქის საჯარიმოში. ჩვენ მაინც მისი ბოლო გოლი მოგვეწონა. ახლა ლეოს ლა ლიგაში 22 გოლი დაუგროვდა.

* * *
ვალენსიაში ფეხბურთი ამ სიტყვის კარგი გაგებით არც ყოფილა - "ლევანტე" და "სარაგოსა" 0:0-ზე გაიყარნენ. კარისკენ ზუსტად სულ სამი დარტყმა განხორციელდა და სამივე სტუმრებისაა.

* * *
"სანტიაგო ბერნაბეუზე" სტუმრებმა გახსნეს ანგარიში - ხავი მარტინესის ჩამოწოდებულს ფერნანდო ლორენტემ ცაცია დაუხვედრა. 10-12 წუთის შემდეგ "სამეფო კლუბმა" გაათანაბრა, მარსელომ "კედელი" ჯერ რონალდოსთან, შემდეგ კი ბენზემასთან გაითამაშა - 1:1. მეორე ტაიმში პორტუგალიელმა ბომბარდირმა ორი პენალტი გაიტანა, ერთი გოლიც ხოსე კალეხონის ანგარიშზეა - 4:1, იკერ კასილიასმა "რეალის" მაისურით მე-600 მატჩი მოგებით დაასრულა.

ესპანეთი. ლა ლიგა. XIX ტური
ესპანიოლი-გრანადა 3:0
ესპანიოლი (4-2-3-1): კასილია - გალანი, რ. როდრიგესი, მორენო, დიდაკ ვილა - ფორლინი, ბაენა - ვეისი (87. კ. ალფონსო), ვერდიუ (77. კ. გომესი), რომარიკი - ტიევი (64. რუი ფონტე).
გრანადა (4-2-3-1): ჟულიო სეზარი - ნიომი (77. ხარა), მაინსი, ბ. გომესი, სიკეირა - ფ. რიკო, მ. რიკო - უჩე (77. იგჰალო), აბელი (53. ხაიმე), ბენიტესი - ხეიხო.
გოლები: 1:0 ბაენა (26), 2:0 ვერდიუ (45-პენ), 3:0 რუი ფონტე (80)
გაფრთხილება: ბაენა - ნიომი, ხაიმე, ხარა
კუთხური: 10-5; ჯარიმა: 11-11; თამაშგარე: 2-4; კარში დარტყმა: 16-14 (8-6); ბურთის ფლობა: 43%-57%.
მაყურებელი: 33 000

რასინგი-ხეტაფე 1:2
რასინგი (4-2-3-1): ტონიო - ალვარო, ტორეხონი, ბერნარდო, სისმა - დიოპი, კოლსა (46. ციოლისი) - არანა (65. კენედი), ადრიანი, აკოსტა - სტუანი (52. სამპერიო).
ხეტაფე (4-4-2): მოია - ვალერა, კატა დიასი, რაფა (16. ლოპო), მასილელა - ბარადა (78. დ. კასტრო), მიჩელი, კასკერო, გავილანი (61. პედრო ლეონი) - გუისა, მიკუ.
გოლები: 1:0 სტუანი (13), 1:1 გავილანი (25), 1:2 მიკუ (83)
გაფრთხილება: ტორეხონი - მიჩელი, პედრო ლეონი
კუთხური: 6-5; ჯარიმა: 11-13; თამაშგარე: 4-2; კარში დარტყმა: 18-15 (8-5); ბურთის ფლობა: 37%-63%.
მაყურებელი: 14 000

რეალ სოსიედადი-ატლეტიკო 0:4
რეალ სოსიედადი (4-2-3-1): ბრავო - ესტრადა (72. იფრანი), დემიდოვი, მ. გონსალესი, კადამურო (57. ჩაბი პრიეტო) - ელუსტონდო, არანბურუ - ველა, ზურუტუზა, გრიზმანი - აგირეჩე (84. ხ. ლორენტე).
ატლეტიკო (4-2-3-1): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ფილიპე ლუიში - მ. სუარესი (67. ასუნსაო), გაბი - დიეგო (79. კოკე), ადრიან ლოპესი, არდა თურანი (86. დომინგესი) - ფალკაო.
გოლები: 0:1 ფალკაო (3-პენ), 0:2 ადრიან ლოპესი (46), 0:3 ფალკაო (82), 0:4 ფალკაო (90)
გაფრთხილება: დემიდოვი, არანბურუ, ზუბიკარაი (სათ. სკამზე), გონსალესი - მირანდა, სუარესი, გაბი, ფილიპე ლუიში, ხუანფრანი, დიეგო, ფალკაო
კუთხური: 5-3; ჯარიმა: 7-24; თამაშგარე: 0-3; კარში დარტყმა: 16-15 (1-9); ბურთის ფლობა: 56%-44%.
მაყურებელი: 28 000

ბეტისი-სევილია 1:1
ბეტისი (4-4-2): კასტო - ისიდორო, კანიასი, დორადო, ნაჩო - ხუანმა (69. სევილია), ბენატი (83. მოლინა), ირინეი, მონტერო (59. პოსუელო) - რ. კასტრო, სანტა კრუსი.
სევილია (4-2-3-1): ვარასი - კოკე, სპაჰიჩი, ფასიო, ფ. ნავარო - მედელი, ტროხოვსკი (59. რაკიტიჩი) - ხესუს ნავასი, რეიესი, ლუნა (71. კასერესი) - ნეგრედო (82. ჰიროში).
გოლები: 1:0 ბენატი (26), 1:1 ნეგრედო (41)
გაფრთხილება: ირინო, ისიდორო, ბენატი, ნაჩო, კასტრო - ფასიო
გაძევება: ფასიო (69)
კუთხური: 8-10; ჯარიმა: 12-12; თამაშგარე: 1-1; კარში დარტყმა: 16-15 (2-5); ბურთის ფლობა: 47%-53%.
მაყურებელი: 50 000

ოსასუნა-ვალენსია 1:1
ოსასუნა (4-2-3-1): ა. ფერნანდესი - ბერტრანი, სერხიო, ფლანიო, სატრუსტეგი (86. ტიმორი) - პუნიალი, ნეკუნამი (78. ლოლო) - სეხუდო, რ. გარსია, ლამა (67. ნინო) - ლეკიჩი.
ვალენსია (4-2-3-1): დიეგო ალვეში - ბარაგანი, რამი, დეალბერტი, ალბა - ალბელდა, ტ. კოსტა - ფეგული (88. ბრუნო), ბანეგა (56. ადურისი), ჟონასი (56. ბერნატი) - სოლდადო.
გოლები: 0:1 სოლდადო (85), 1:1 ლოლო (92)
გაფრთხილება: ბერტრანი, სეხუდო, ნეკუნამი - ალბა, ფეგული
გაძევება: ალბელდა (91)
კუთხური: 3-6; ჯარიმა: 20-19; თამაშგარე: 1-4; კარში დარტყმა: 9-6 (5-1); ბურთის ფლობა: 48%-52%.
მაყურებელი: 17 500

რაიო ვალეკანო-მალიორკა 0:1
რაიო ვალეკანო (4-2-3-1): დანი - ტიტო, არიბასი, ლაბაკა (79. პერეა), კასადო - ფუეგო, მოვილია (65. დელიბაშიჩი) - პიტი (72. რაიკო), მიჩუ, ტრაშორასი - ტამუდო.
მალიორკა (4-4-2): ავატე - ჩიკო, ნუნიეში, რამისი, პ. კასერესი - პერეირა, მარტი (52. პინა), ტისონე, გ. კასტრო (80. ნსუე) - ვიქტორი, ოგუნჯიმი (65. ალფარო).
გოლი: 0:1 რამისი (56)
გაფრთხილება: ტრაშორასი - ჩიკო, ტისონე, მარტი
კუთხური: 7-7; ჯარიმა: 9-17; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 12-16 (4-2); ბურთის ფლობა: 54%-46%.
მაყურებელი: 12 000

მალაგა-ბარსელონა 1:4
მალაგა (4-2-3-1): კაბალიერო - გამესი, დემიკელისი, მატეისენი, მონრეალი - კამაჩო, მარესკა (59. რონდონი) - კასორლა (78. რესიო), ისკო, ელიზეუ - ვან ნისტელროი (59. სება ფერნანდესი).
ბარსელონა (4-3-3-): ვალდესი - დანი ალვეში, მასკერანო, პიკე, აბიდალი - ტ. ალკანტარა, ბუსკეტსი, ინიესტა (72. პედრო) - სანჩესი (63. კვენკა), მესი, ადრიანო (66. ჯონათან დოს სანტოსი).
გოლები: 0:1 მესი (32), 0:2 სანჩესი (47), 0:3 მესი (50), 0:4 მესი (80), 1:4 რონდონი (85)
გაფრთხილება: კამაჩო
კუთხური: 5-2; ჯარიმა: 12-13; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 9-15 (6-12); ბურთის ფლობა: 30%-70%.
მაყურებელი: 29 000

ლევანტე-სარაგოსა 0:0
ლევანტე (4-3-3): მუნუა - ვენტა, კაბრალი, ნანო, დელ ორნო - ხ. ტორესი (78. რაფა ხორდა), ფარინოსი, იბორა - ელ ჟარი, კონე (81. როხერი), რ. სუარესი (61. იგონი).
სარაგოსა (4-2-3-1): რობერტო - ლანსარო, დ. სილვა, პარედესი, ობრადოვიჩი - დუიმოვიჩი (64. არანდა), აპონიო - ლუის გარსია, რუბენ მიკაელი (84. სუკულინი), ლაფიტა (76. ხუან კარლოსი) - პოშტიგა.
კუთხური: 6-3; ჯარიმა: 15-15; თამაშგარე: 1-3; კარში დარტყმა: 6-7 (0-3); ბურთის ფლობა: 52%-48%.
მაყურებელი: 10 000

რეალი-ბილბაო 4:1
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, ვარანი, სერხიო რამოსი, მარსელო - გრანერო (72. დიარა), ჩაბი ალონსო - იოზილი, კაკა (78. კალეხონი), რონალდო - ბენზემა (67. იგუაინი).
ბილბაო (4-3-3): ირაისოსი - ირაოლა, ხ. მარტინესი, სან ხოსე, ამორებიეტა (60. ი. გომესი) - ანდერი, იტურასპე, დე მარკოსი - სუსაეტა (67. ი. პერესი), ფ. ლორენტე (60. ტოკერო), მუნიაინი.
გოლები: 0:1 ფ. ლორენტე (12), 1:1 მარსელო (24), 2:1 რონალდო (46-პენ), 3:1 რონალდო (65), 4:1 კალეხონი (85)
გაფრთხილება: რამოსი, არბელოა, რონალდო - იტურასპე, დე მარკოსი
გაძევება: დე მარკოსი (66)
კუთხური: 4-6; ჯარიმა: 13-7; თამაშგარე: 3-3; კარში დარტყმა: 23-13 (10-2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 75 000

დღეს
ვილიარეალი-სპორტინგი 00:00

სატურნირო ცხრილი
თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 19 16 1 2 67-18 49
2. ბარსელონა 19 13 5 1 59-12 44
3. ვალენსია 19 10 5 4 29-20 35
4. ლევანტე 19 9 4 6 25-22 31
5. ესპანიოლი 19 8 4 7 21-21 28
6. ოსასუნა 19 6 9 4 22-31 27
7. ბილბაო 19 6 8 5 27-23 26
8. ატლეტიკო 19 7 5 7 30-27 26
9. სევილია 19 6 8 5 20-20 26
10. მალაგა 19 7 4 8 22-28 25
11. ხეტაფე 19 6 6 7 20-25 24
12. ბეტისი 19 7 2 10 22-27 23
13. ვალეკანო 19 6 4 9 21-28 22
14. მალიორკა 19 5 7 7 17-24 22
15. სოსიედადი 19 5 6 8 17-27 21
16. რასინგი 19 4 8 7 15-23 20
17. გრანადა 19 5 4 10 12-26 19
18. სპორტინგი 18 5 3 10 18-30 18
19. ვილიარეალი 18 3 7 8 15-28 16
20. სარაგოსა 19 2 6 11 14-33 12

ბომბარდირები
23 - კრიშტიანო რონალდო (რეალი); 22 - ლიონელ მესი (ბარსელონა); 14 - გონსალო იგუაინი (რეალი), რადამელ ფალკაო (ატლეტიკო); 12 - რობერტო სოლდადო (ვალენსია); 10 - ქარიმ ბენზემა (რეალი); 9 - სესკ ფაბრეგასი (ბარსელონა).

მომდევნო ტური
28 იანვარი: ესპანიოლი-მალიორკა, რაიო ვალეკანო-ბილბაო, რეალი-სარაგოსა, ვილიარეალი-ბარსელონა.
29 იანვარი: ბეტისი-გრანადა, რეალ სოსიედადი-სპორტინგი, ლევანტე-ხეტაფე, რასინგი-ვალენსია, მალაგა-სევილია.
30 იანვარი: ოსასუნა-ატლეტიკო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული