პუიოლს მონრეალი შეცვლის

AutoSharing Option

მსოფლიოს ჩემპიონი ესპანეთის ნაკრები ევრო-2012 წლის საკვალიფიკაციო ბატალიებს 3 სექტემბერს ლიხტენშტეინის ნაკრებთან თამაშით იწყებს, ოთხ დღეში "ლა როხა" ამხანაგურად არგენტინას გაეჯიბრება. სწორედ ამ მატჩებისთვის ნაკრებს გამოცდილი მცველი კარლეს პუიოლი დააკლდა. პუიოლმა კოჭი ლა ლიგის I ტურში, "რასინგთან" მატჩის მოთელვაზე დაიზიანა და სამ კვირას იუქმებს. მის ნაცვლად ვისენტე დელ ბოსკემ ნაკრებში "ოსასუნას" ახალგაზრდა მცველი ნაჩო მონრეალი გამოიძახა. დელ ბოსკეს გადაადგილებები მოუწევს, რადგან მონრეალი მარცხენა მცველია და არა ცენტრალური. 24 წლის ნაჩო მონრეალს ეროვნულ ნაკრებში ორი მატჩი აქვს ჩატარებული.

ესპანეთის ნაკრებმა გუშინ

დაიწყო შეკრება. ლიხტენშტეინთან და არგენტინასთან მატჩისთვის ეს ფეხბურთელები მოემზადებიან - მეკარეები: იკერ კასილიასი (რეალი), ვიქტორ ვალდესი (ბარსელონა), პეპე რეინა (ლივერპული); მცველები: ალვარო არბელოა, სერხიო რამოსი (რეალი), ხოან კაპდევილა, კარლოს მარჩენა (ვილიარეალი), ჟერარდ პიკე (ბარსელონა), ნაჩო მონრეალი (ოსასუნა); ნახევარმცველები: სერხიო ბუსკეტსი, ჩავი ერნანდესი, ანდრეს ინიესტა (ბარსელონა), ჩაბი ალონსო (რეალი), სესკ ფაბრეგასი (არსენალი), დავიდ სილვა (მანჩესტერ სიტი), ხესუს ნავასი (სევილია), სანტი კასორლა (ვილიარეალი); თავდამსხმელები: დავიდ ვილია, პედრო როდრიგესი (ბარსელონა), ფერნანდო ტორესი (ლივერპული), ფერნანდო ლორენტე (ბილბაო).
ესპანეთის ნაკრები ევრო 2012-ის I საკვალიფიკაციო ჯგუფშია შოტლანდიასთან, ჩეხეთთან, ლიტვასთან და ლიხტენშტეინთან ერთად.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული