ამ შეხვედრაში ვალდესი რამდენიმე ეპიზოდში მოწოდების სიმაღლეზე იდგა.
"გასვლით მატჩში გამარჯვება ფსიქოლოგიური თვალსაზრისით აუცილებელი იყო. ბევრს საუბრობდნენ, რომ სტუმრად ძალიან ბევრ ქულებს ვკარგავთ. არადა, ჩვენ "ბარსელონას" წარმოვადგენთ და ყოველთვის ყველგან უნდა ვიბრძოლოთ.
რაც შემეხება პირადად მე, ჩემი თამაშით კმაყოფილი ვარ", - განაცხადა ვალდესმა.