ეს გადაწყვეტილება კლუბმა "ესპანიოლთან" მატჩის შემდეგ მიიღო, რომელშიც "გრანადა" 0:3 დამარცხდა. თითქმის მაშინვე კლუბის პრეზიდენტმა კიკე პინამ განაცხადა, რომ გუნდის ახალ თავკაცად აბელ რესინო დაინიშნა.
"გრანადა" ამ დროისთვის ესპანეთის პრიმერადივიზიონის სატურნირო ცხრილში მე-17 ადგილზეა და 19 ქულა აქვს.
აღსანიშნავია, რომ კლუბის ხელმძღვანელობა სხვა კანდიდატურებსაც განიხილავდა, მაგრამ არჩევანი რესინოზე შეაჩერა. რესინოს მადრიდის "ატლეტიკოში", "ლევანტესა" და "ვალიადოლიდში" უმუშავია.