ფაბრი გონსალესი გაუშვეს, აბელ რესინო მიიყვანეს

AutoSharing Option
"გრანადას" ხელმძღვანელობამ მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ფაბრი გონსალესი მოხსნა. ანდალუსიურ კლუბში მოთმინების ფიალა მას მერე აევსოთ, რაც "გრანადამ" "ესპანიოლთან" 0:3 წააგო.

თითქმის მაშინვე გამოცხადდა, რომ ფაბრის პოსტზე აბელ რესინო შეცვლის. შეგახსენებთ, რომ "გრანადას" 19 მატჩის შემდეგ მხოლოდ 19 ქულა აქვს. აბელ რესინო 51 წლისაა, ის მადრიდის "ატლეტიკოს" მეკარე იყო, 2009 წელს კი ის "ატლეტიკოს" თავკაცი გახდა. შარშან რესინო "ვალიადოლიდს" წვრთნიდა, რომელიც სეგუნდა დივიზიონში ასპარეზობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული