"სანტიაგო ბერნაბეუზე" პირველი მატჩის დროს ვნებათაღელვა "სამეფო კლუბის" მცველის პეპეს უხეშმა თამაშმა გამოიწვია. თუმცა, "ბლაუგრანას" ფეხბურთელმა ჟერარდ პიკემ აღნიშნა, რომ "რეალის" სხვა ფეხბურთელები ღირსეულად თამაშობდნენ.
"დარწმუნებული ვარ, ჩვენი გულშემატკივრები "რეალს" სათანადო პატივისცემით მიიღებენ. რაც შეეხება დაპირისპირებას, როგორც არ უნდა დასრულდეს მატჩი, შედეგი ეროვნულ პირველობაზე გავლენას ვერ მოახდენს.
თუმცა, სიმართლე გითხრათ, არ მჯერა, რომ "ბარსელონა" წააგებს, მაგრამ თუნდაც ამ შემთხვევაში გუნდისადმი რწმენას არ