ჟოზე მოურინიომ მადრიდის "რეალის" მოთამაშეებს მშიშრები უწოდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ განაცხადა, რომ მის მოთამაშეებს "ბარსელონასი" ეშინიათ.

მწვრთნელმა თავის მოთამაშეებს უთხრა, რომ თუ "ბარსელონას" წინააღმდეგ მომავალშიც მსგავსი განწყობით გამოვლენ, როგორიც 18 იანვარს ჰქონდათ, "რეალი" კატალონიურ გუნდს ვერასდროს დაამარცხებს.

მოურინიოს მიერ მოთამაშეების გაკრიტიკების საბაბი "რეალის" ერთ-ერთი ფეხბურთელის მიერ მეგობრისთვის "ბარსელონასთან" მატჩის წინ გაგაზავნილი მესიჯი გახდა: "ასეთი შემადგენლობით ისღა დაგვრჩენია, ვილოცოთ", - ნათქვამი იყო მოკლე ტექსტურ შეტყობინებაში.

მოგვიანებით შეტყობინების ტექსტი ესპანური მედიის საშუალებებით გავრცელდა.

მომზადებულია El Mundo Deportivo-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული