გულშემატკივრები ფიქრობენ, რომ ჟოზე მოურინიო "რეალს" დატოვებს

AutoSharing Option
ესპანურმა გაზეთმა AS-მა მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა, რათა მადრიდის "რეალის" თავკაც ჟოზე მოურინიოს მომავლის შესახებ მათი აზრი შეეტყო.

ამ საკითხს ბოლო დღეებში ხშირად განიხილავენ და ბევრი მიიჩნევს, რომ პორტუგალიელი სპეციალისტი "სამეფო კლუბის" დასატოვებლად ემზადება.

გამოკითხვის შედეგად გაირკვა, რომ გულშემატკივრების 61 პროცენტის აზრით, მოურინიო "რეალიდან" წავა. სულ გამოკითხვაში 185 ათასმა მკითხველმა მიიღო მონაწილეობა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული