გუშინ
მირანდესი-ესპანიოლი 2:1 (2:3)
დღეს
მალიორკა-ბილბაო 23:00 (0:2)
ბარსელონა-რეალი 01:00 (2:1)
ხვალ
ლევანტე-ვალენსია 00:30 (1:4)
უცნაურია, აბა რა არის - ხალხს მომავალ "ელ კლასიკოზე" მეტად ის აინტერესებს, თუ რა ხდება "სამეფო თასიდან" თითქმის გავარდნილ "რეალში".
"მარკას" "შემოგდებული" სკანდალი უკვალოდ ვერსად გაქრება. თანაც, ისიც კარგად მოგვეხსენება, რომ უკვამლოდ ცეცხლი არ არსებობს. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია, ჟოზე მოურინიოსა და "რეალის" ესპანური ბირთვის დაპირისპირებაზე.
სანამ ამ თემას დავუბრუნდებით (სხვანაირად არ გამოდის), კლასიკოების სტატისტიკა უნდა შეგახსენოთ - მადრიდული გამარჯვების შემდეგ ამ
"ბარსელონას", რომელმაც თასის პირველი დაპირისპირება 2:1 მოიგო, არ ეყოლება აფრიკის ერთა თასზე გამგზავრებული სეიდუ კეიტა. ტრავმირებულები არიან: დავიდ ვილია, იბრაჰიმ აფელაი და ანდრეუ ფონტასი. პედრო ახალი გამოჯანმრთელებულია.
ამბობენ, რომ ჟოზე მოურინიო პეპეს მადრიდში ტოვებს (მას ტრავმა აქვს) და სწორსაც აკეთებს, "კამპ ნოუზე" მას საშინელი ობსტრუქცია ელის, მას მერე, რაც მადრიდში ლიონელ მესის ხელზე ფეხი დააბიჯა. ლასანა დიარასა და ესტებან გრანეროს არ უვარჯიშიათ, თუმცა ეს უკანასკნელი მწყობრში იქნება თამაშისთვის. სერხიო რამოსსაც არ უვარჯიშია "პირადი მიზეზით", თუმცა ის კლასიკოზე ითამაშებს. სამი ხედირას თამაში გამორიცხულია, შეიძლება, ანხელ დი მარიას დაბრუნება ვიხილოთ მცირე ტრავმის შემდეგ.
სავარაუდო შემადგენლობები
ბარსელონა: პინტო - დანი ალვეში, პიკე, პუიოლი, აბიდალი - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი, მესი, ფაბრეგასი.
რეალი: კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, რიკარდო კარვალიო, მარსელო - ჩაბი ალონსო, გრანერო - იგუაინი, იოზილი, რონალდო - ბენზემა.
ჟოზე მოურინიო: "კლანების პროვოცირება "რეალში" მე არ მომიწყვია. წარმოდგენა არა მაქვს, ზოგჯერ ისეთ რამეებს წერენ პრესაში. კლუბის ბორდი მხარს მიჭერს და ჩვენ კარგი საქმის შუაგულში ვართ. პეპე თუ მზად იქნება, აუცილებლად ვათამაშებ.
ვდარდობ გრანეროსა და ლასანას მდგომარეობაზე, ხვალ გამოჩნდება შეძლებენ ისინი თამაშს თუ ვერა. წარმოდგენა არ მაქვს სასტარტო შემადგენლობაზე, ხვალ მეცოდინება. ვფიქრობ, რომ ჩემს გუნდს ნახევარფინალში თამაშის შანსი აქვს, ამიტომ ბოლომდე ვიბრძოლებთ".
სკანდალს რაც შეეხება, კვირას "პუნტო პელოტამ" გამოაცხადა, რომ ჟოზე მოურინიო ივნისში წავა, ხოლო იკერ კასილიასს "მარკას" ცნობილი სტატია "დაულაიქებია". ასე რომ, პორტუგალიელზე შეტევა უფრო მასშტაბურია, ვიდრე ერთი "მარკა".
სერხიო რამოსმა კიდევ ერთხელ მოუწოდა პუბლიკას, მორჩეს სპეკულაციები მოურინიოსთან დაპირისპირებაზე. მან თქვა, რომ ის და "ბოსი" ერთი საქმისთვის, ერთი ინტერესისთვის იბრძვიან.
"კარიერის განმავლობაში ერთხელაც არ მომსვლია კამათი ჩემს რომელიმე მწვრთნელთან. ყველა სიტყვა, რაც მე ამ "კამათის" დროს ვთქვი, ისეთია, რომელსაც ცხოვრებაში არ ვიტყოდი", - დაწერა რამოსმა "ტვიტერზე". ალვარო არბელოა კი უფრო შორს წავიდა - მან განაცხადა, რომ მოკვდება მოურინიოს გულისთვის...
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"