იკერ კასილიასი: "ბარსელონას" დამარცხებას და ნახევარფინალში გასვლას ვაპირებთ

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" გოლკიპერი იკერ კასილიასი უტოპიურს ვერაფერს ხედავს იმაში, რომ ესპანეთის თასის საპასუხო მეოთხედფინალურ მატჩში "კამ ნოუზე" მისმა გუნდმა "ბარსელონა" დაამარცხოს.

შეგახსენებთ, რომ პირველი თამაში "სამეფო კლუბმა" 1:2 წააგო.

"ბარსელონას" დამარცხებას ვაპირებთ და გვსურს გულშემატკივრებმა ჩვენით იამაყონ. გვესმის, რომ ძალიან რთული დაპირისპირება გველის, მაგრამ დარწმუნებულნი ვართ, რომ ნახევარფინალში გასვლა შეგვიძლია.

მხოლოდ გამარჯვებაზე ვფიქრობთ. ასეთ დაპირისპირებაში გამარჯვებულის ფსიქოლოგია აუცილებელია", - განაცხადა კასილიასმა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული