"ლევანტე" 31 წლის ფეხბურთელით გაძლიერდა

AutoSharing Option
"ლევანტე" 31 წლის ვინგერით ოსკარ სერანოთი გაძლიერდა, რომელიც ადრე "რასინგის" ღირსებას იცავდა.

ხუან იგნასიო მარტინესის გუნდს სერანო სრულიად უფასოდ ერგო. ოსკარ სერანომ კარიერის განმავლობაში ესპანეთის პრიმერაში 300 მატჩი ჩაატარა.

ფეხბურთელმა "ლევანტესთან" კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა.

შეგახსენებთ, რომ "ლევანტე" ესპანეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილში 19 ტურის შემდეგ მე-4 ადგილს იკავებს.

აღსანიშნავია, რომ "ლევანტეს" ფეხბურთელების საშუალო ასაკი 29,6 წელია.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული