"იუვენტუსი" კასერესს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანს და 1.5 მილიონ ევროს გადაიხდის, სეზონის ბოლოს კი ურუგვაელის 9.5 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება ექნება.
"სევილიას" ოფიციალურ საიტზე ამბობენ, რომ კლუბმა შესანიშნავი ტრანსფერი განახორციელა და მოთამაშის გაყიდვიდან 250%-იანი სარგებელი ნახა.
აღსანიშნავია, რომ კასერესს, რომელსაც "იუვენტუსში" 2009/10 წლის სეზონშიც უთამაშია, ესპანურ კლუბთან კონტრაქტი 2015 წლის ივნისში ეწურებოდა.