ესტებან გრანერო შანსისთვის იბრძოლებს

AutoSharing Option
ესტებან გრანეროს წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ნახევარმცველი ამ ზამთარს არ დატოვებს მადრიდის "რეალს" და "ლივერპულში" არ გადავა.

"ხეტაფეს" ყოფილ ლიდერს ძალიან უჭირს "სამეფო კლუბის" ძირითადში დამკვიდრება. ამიტომაც 24 წლის ფეხბურთელს სარფიანი წინადადებები შესთავაზეს. მედიისთვის ცნობილი გახდა "მალაგას" და "ლივერპულის" დაინტერესების შესახებ: "გრანერო 100 პროცენტით "რეალში" დარჩება და თავისი შანსისთვის იბრძოლებს.

ბოლოს, "ბილბაოსთან" მან საათზე მეტი ითამაშა, შესაძლოა, მწვრთნელს მისი სამსახური მომავალში უფრო ხშირადაც დასჭირდეს", - იტყობინება ბრიტანული სააგენტო, რომელიც ესპანელი ფეხბურთელის წარმომადგენელია. გრანეროს "რეალთან" 2013 წლის ზაფხულამდე აკავშირებს კონტრაქტი.

ყოველდღიური სპორტული
გაზეთი "ლელო"

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული