"ხეტაფეს" ყოფილ ლიდერს ძალიან უჭირს "სამეფო კლუბის" ძირითადში დამკვიდრება. ამიტომაც 24 წლის ფეხბურთელს სარფიანი წინადადებები შესთავაზეს. მედიისთვის ცნობილი გახდა "მალაგას" და "ლივერპულის" დაინტერესების შესახებ: "გრანერო 100 პროცენტით "რეალში" დარჩება და თავისი შანსისთვის იბრძოლებს.
ბოლოს, "ბილბაოსთან" მან საათზე მეტი ითამაშა, შესაძლოა, მწვრთნელს მისი სამსახური მომავალში უფრო ხშირადაც დასჭირდეს", - იტყობინება ბრიტანული სააგენტო, რომელიც ესპანელი ფეხბურთელის წარმომადგენელია. გრანეროს "რეალთან" 2013 წლის ზაფხულამდე აკავშირებს კონტრაქტი.
ყოველდღიური სპორტული